ვრცელდება ძმები ფეიქრიშვილების სატელეფონო და ვიდეოჩანაწერები - გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ე.წ. კანონიერ ქურდებს ელაპარაკებიან
სოციალურ ქსელში ძმები ფეიქრიშვილების სატელეფონო და ვიდეოჩანაწერები ვრცელდება, სადაც ისინი, გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. კანონიერ ქურდებს ელაპარაკებიან და საუბარს თავადვე იწერენ. ბრალდებულ დავით და გიორგი ფეიქრიშვილებს გამოძალვა, ჯგუფური ძალადობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ედებათ ბრალად.
სოციალურ ქსელში ძმები ფეიქრიშვილების სატელეფონო და ვიდეოჩანაწერები ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ელაპარაკებიან ე.წ. კანონიერ ქურდებს. ამ მასალებით ირკვევა, რომ ე.წ. კანონიერ ქურდებთან ლაპარაკს ფეიქრიშვილები თავად იწერენ. უცნობია რისთვის სჭირდებოდათ „კანონიერ ქურდებთან“ კომუნიკაციის ჩაწერა ბრალდებულ ფეიქრიშვილებს.
დავით და გიორგი ფეიქრიშვილებს ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა და გამოძალვა, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.