ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ფეიქრიშვილების ტელეფონის მასალა" - ამ აღწერილობით ვრცელდება TikTok - ზე ორი ჩანაწერი

TikTok-ზე გავრცელდა ორი ჩანაწერი წარწერით „ფეიქრიშვილების ტელეფონის მასალა“, სადაც თითქოს ქურდული წესებით ფულის გარჩევა ისმის. დაკავებული ძმების ოჯახი უარყოფს კადრებში გოგა ფეიქრიშვილის ყოფნას და აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილს ტელეფონის კოდის გამო ვატო ყიფიანმა და სხვებმა სცემეს.

"ფეიქრიშვილების ტელეფონის მასალა" - ამ აღწერილობით TikTok - ზე ორი ჩანაწერი ვრცელდება, [ერთი ვიდეო-მასალა, მეორე აუდიო].

ვიდეოს აღწერილობაში ნათქვამია, რომ ვიდეოში გოგა ფექირიშვილი ჩანს, რომელმაც, მასთან ერთად მყოფ პირთან ერთად ე.წ. კანონიერი ქურდები ფარულად ჩაწერა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ აუდიო ჩანაწერში რამდენიმე პირი საუბრობს. მხარეები კი არჩევენ, ქურდული წესებით ფულის ამოღების ამბავს. ​

"პირველებმა" ჩანაწერის შესახებ კითხვები დაუსვა ძმები ფეიქრიშვილების დედას და ადვოკატს. ორივე მათგანი უარყოფს, რომ კაცი, რომელიც ვიდეოში ჩანს გოგა ფეიქრიშვილია.

ცნობისთვის, ინფორმაცია, რომ შესაძლოა, დაკავებული ყუიპების ტელეფონში გარკვეულ ინფორმაციას ინახებოდეს, ციხეში მყოფი ძმების დედამ გუშინ "პირველებს" დაუდასტურა და თქვა: "ეტყობა, ჩემი შვილის ტელეფონში ისეთი კომპრომატია, რომ შეძრავს ამ ქვეყანას".

ოჯახი ამტკიცებს, რომ ფიზიკური დაზიანება ძმებიდან ერთ-ერთს, დავით ფეიქრიშვილს ვატო ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, შოთა ყიფიანმა და კიდევ ორმა პირმა მიაყენეს. დედისა და ადვოკატის თქმით, ისინი პატიმრისგან ტელეფონის კოდს ითხოვდნენ.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფეიქრიშვილების დედა: როგორ შეიძლება ციხეში შევიდეს ყიფიანი თავის შაიკასთან და დაიწყოს გარჩევაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები