ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე გადამუშავებულია 1800 ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშების ყურძენი - რაჭა-ლეჩხუმში, საპროგნოზო მოსავალი 3 000 ტონის ფარგლებშია

ამბროლაურში 1800 ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ყურძენი უკვე გადამუშავდა; მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპანიები თითო კილოგრამზე 4 ლარის სუბსიდიას მიიღებენ, თუ მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდიან.

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე გადამუშავებულია 1800 ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშების ყურძენი - რაჭა-ლეჩხუმში, საპროგნოზო მოსავალი 3 000 ტონის ფარგლებშია
რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე გადამუშავებულია 1800 ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშების ყურძენი - რაჭა-ლეჩხუმში, საპროგნოზო მოსავალი 3 000 ტონის ფარგლებშიაიმედინიუსი

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე გადამუშავებულია 1800 ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშების ყურძენი. მიმდინარე წელს, რაჭა-ლეჩხუმში, საპროგნოზო მოსავალი 3 000 ტონის ფარგლებშია.

რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს „ხვანჭკარას” მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე, 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.

ადგილწარმოშობის ღვინოების - „ხვანჭკარა“ და „რაჭა“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელი ყურძენს. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და მუჯურეთულსა და ალექსანდროულში შერევა. რთველი 2026-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი მუშაობს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
რაჭაში გადამუშავებულია 682 ტონა ყურძენი | სახელმწიფო სუბსიდია 1 კგ-ზე 4 ლარიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები