სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და ხელვაჩაურში დარღვევები გამოავლინა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და ახალშენში ორ საწარმოს საქმიანობა შეუჩერა, ხოლო შპს „ნიკორასა“ და შპს „საამოში“ ვადაგასული სურსათი გამოავლინა და დალუქა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენში საწარმოო პროცესი შეუჩერეს შპს ,,ილოვატო-111-ის“ (ს/კ 445629053) პურის საცხობს, სადაც გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ინფორმაციას სეს-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საწარმოო პროცესი შეუჩერდა ასევე დედაქალაქში, გუდაუთის ქ. 7-ში მდებარე შპს ,,ატომ 2020-ის“ (ს/კ 400289996) კუთვნილ ხორცპროდუქტების საწარმოს. გეგმური ინსპექტირებისას თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ობიექტზე გამოავლინეს სურსათის მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობაც.
„სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა ვადაგასული სურსათი გამოავლინეს შპს „ნიკორასა“ (ხორცის და ხორცპროდუქტების წარმოება, გადამუშავება და კონსერვირება, ს/კ 454409480. მის: აგლაძის 32, მაცივარი N4) და შპს ,,საამოში“(რძისა და რძის პროდუქტების წარმოება, ს/კ 202432518, მის: გუდაუთის ქ. N7). ვადაგასული სურსათი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები; მომხმარებელმა კი, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 15 01“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა ვადაგასული სურსათი გამოავლინეს შპს „ნიკორასა“ (ხორცის და ხორცპროდუქტების წარმოება, გადამუშავება და კონსერვირება, ს/კ 454409480. მის: აგლაძის 32, მაცივარი N4) და შპს ,,საამოში“(რძისა და რძის პროდუქტების წარმოება, ს/კ 202432518, მის: გუდაუთის ქ. N7). ვადაგასული სურსათი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები; მომხმარებელმა კი, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 15 01“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…