ახალშენში პურის საცხობს კრიტიკული შეუსაბამობების გამო სამუშაო პროცესი შეუჩერეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ახალშენში შპს „ილოვატო-111“-ის პურის საცხობს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ხოლო თბილისში რამდენიმე ობიექტზე ვადაგასული პროდუქტი გამოვლინდა და დაილუქა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამავე სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენში საწარმოო პროცესი შეუჩერეს შპს „ილოვატო-111“-ის პურის საცხობს, სადაც გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები.
ამავე სააგენტოს ინფორმაციით „საწარმოო პროცესი შეუჩერდა ასევე დედაქალაქში, გუდაუთის ქ. 7-ში მდებარე შპს „ატომ 2020“-ის კუთვნილ ხორცპროდუქტების საწარმოს. გეგმური ინსპექტირებისას თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ობიექტზე დააფიქსირეს სურსათის მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობაც.“
„სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა ვადაგასული სურსათი გამოავლინეს შპს „ნიკორასა“ [ხორცის და ხორცპროდუქტების წარმოება, გადამუშავება და კონსერვირება. მის: აგლაძის 32, მაცივარი N4] და შპს „საამოში“ [რძისა და რძის პროდუქტების წარმოება, მის: გუდაუთის ქ. N7]. ვადაგასული სურსათი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.“ – წერს სურსათის ეროვნული სააგენტო.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…