გიორგი კახიანი ანა წითლიძეს: ძალიან დიდი ტყუილია თქვენი რეპლიკა - არ მინდა გავიხსენო და ვისაუბრო იმაზე, რამხელა წნეხის და ზეწოლის ქვეშ იყო ჩემი ოჯახი თქვენი ხელისუფლების პირობებში
გიორგი კახიანმა ანა წითლიძის რეპლიკას „ძალიან დიდი ტყუილი“ უწოდა და საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმედ დაბარების საჭიროება გამორიცხა. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხუთი წარმომადგენელი ჰყავს და ეს პოზიციის დასაფიქსირებლად სავსებით საკმარისია.

ძალიან დიდი ტყუილია თქვენი რეპლიკა - არ მინდა გავიხსენო და ვისაუბრო იმაზე, რამხელა წნეხის და ზეწოლის ქვეშ იყო ჩემი ოჯახი თქვენი ხელისუფლების პირობებში, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ანა წითლიძის განცხადებას, რომელშიც მან მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმის სახით დაბარების შუამდგომლობის დაყენებისას ინტერესი გამოთქვა, თუ რა კითხვას დაუსვამდა მიხეილ სააკაშვილს გიორგი კახიანი, რომელიც „დავით საყვარელიძის საარჩევნო შტაბს წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს”.
„პირველ რიგში, ქალბატონ ანას რეპლიკას მინდა გამოვეხმაურო - ძალიან დიდი ტყუილია თქვენი რეპლიკა. არ მინდა გავიხსენო და ვისაუბრო იმაზე, რამხელა წნეხის და ზეწოლის ქვეშ იყო ჩემი ოჯახი თქვენი ხელისუფლების პირობებში.
რაც შეეხება ამ შუამდგომლობას ბატონი მიხეილის და ბატონი ლევან ხაბეიშვილის მოწმის სტატუსით დაბარებასთან დაკავშირებით. “ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს ხუთი წარმომადგენელი და ეს სავსებით საკმარისია, რომ მათ თავიანთი პოზიცია წარმოადგინონ. ვერც ერთი ერთი ან მეორე პირისაგან ვერანაირ ახალ გარემოებას ვერ მოვისმენთ, მათი აქ წარმოდგენის შემთხვევაში. ხუთი წარმომადგენელი ჰყავს “ნაციონალურ მოძრაობას” და მიხეილ სააკაშვილსა და ლევან ხაბეიშვილს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად თავისი წარმომადგენლებიც ჰყოლოდათ. მათი მოწმედ დაბარების ვერანაირ საჭიროებს ვერ ვხედავ”, - განაცხადა კახიანმა.
ხუთი პოლიტიკური პარტიისა და გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა მიმდინარეობს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.