"მათი განმარტებები მათსავე წინააღმდეგ გამოგვადგება" - გიორგი კახიანი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას ოპონენტების განცხადებებზე
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვისას ოპონენტების პოზიციები ტყუილებზეა აგებული და მათივე განმარტებები მათ საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული.

"მათი პოზიციები აგებულია ტყუილებზე - სასამართლოს გადაწყვეტილებების არასწორ, დამახინჯებულ ინტერპრეტაციებზე", - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას მოპასუხე მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
გიორგი კახიანის თქმით, მოპასუხეების პოზიციები მათსავე წინააღმდეგ შეიძლება იყოს გამოყენებული.
"ისინი კი არ ნანობენ იმ სისტემური ხასიათის დარღვევებს, რომელიც 9 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით ჰქონდათ, არამედ, პირიქით, ხშირ შემთხვევაში, ამაყობენ კიდეც თავიანთი 9-წლიანი მმართველობით. მათი განმარტებები მათსავე წინააღმდეგ გამოგვადგება. იქამდეც კი მივიდნენ, რომ 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის გამართლებაც კი დაიწყეს. აღარაფერს ვამბობთ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე და აა. შ. მათი პოზიცია მათსავე საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული ჩვენ მიერ", - აცხადებს გიორგი კახიანი.
დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე სარჩელის განხილვა განახლდა. პროცესზე სიტყვის უფლებით "ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა ისარგებლეს. მმართველი გუნდის შეფასებით, ყოფილი სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები სისტემური დანაშაულების გამართლებას ცდილობენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„მათი პოზიციები აგებულია ტყუილებზე - სასამართლოს გადაწყვეტილებების არასწორ, დამახინჯებულ ინტერპრეტაციებზე“
„ისინი კი არ ნანობენ იმ სისტემური ხასიათის დარღვევებს, რომელიც 9 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით ჰქონდათ, არამედ, პირიქით, ხშირ შემთხვევაში, ამაყობენ კიდეც თავიანთი 9-წლიანი მმართველობით. მათი განმარტებები მათსავე წინააღმდეგ გამოგვადგება. იქამდეც კი მივიდნენ, რომ 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის გამართლებაც კი დაიწყეს. აღარაფერს ვამბობთ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე და აა. შ. მათი პოზიცია მათსავე საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული ჩვენ მიერ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…