პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პოლიტიკურ ჯგუფებად წოდებული ადამიანთა გაერთიანება, რომელიც საკუთარ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიზანს ემსახურება, არ უნდა არსებობდეს - გია ვოლსკი

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტინაციონალური მოძრაობალელოფედერალისტებიქართული ოცნება

გია ვოლსკი აცხადებს, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიზანს მომსახურე პოლიტიკური ჯგუფები არ უნდა არსებობდნენ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის სარჩელის განხილვა განახლდა.

პოლიტიკურ ჯგუფებად წოდებული ადამიანთა გაერთიანება, რომელიც საკუთარ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიზანს ემსახურება, არ უნდა არსებობდეს - გია ვოლსკი
რუსთავი 2

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეიდან განახლდება. სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

მიმდინარე პროცესს აფასებენ მმართველ გუნდში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოში არ უნდა არსებობდნენ ისეთი პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყანაში დესტაბილიზაციას.

"ალბათ, მოილაპარაკეს და თავის პოზიციის დასაცავად ამბობენ, რომ ეს საბოტაჟი, რაც ჩვენ თვალწინ ხორციელდება, ეს რევოლუციის მცდელობები, ეს ე.წ. მშვიდობიანი დამხობა სხვა არაფერია თუ არა დემოკრატიული პრინციპების დაცვის მცდელობა საქართველოში.

ქვეყანა თავს იცავს და თავდაცვის მექანიზმია ის, რომ პოლიტიკურ ჯგუფებად წოდებული ადამიანთა გაერთიანება, რომელიც საკუთარ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიზანს ემსახურება, არ უნდა არსებობდეს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის", "ლელოს", "ფედერალისტების", "ახალისა" და გახარიას პარტიის აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ 21 ოქტომბერს დაიწყო.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით მათიკაშვილი - სააშკარაოზე გამოდის ხუთი არაკონსტიტუციური პარტიის დანაშაულების კასკადი - იქნება პროცესის გაწელვის მცდელობა, შეეცდებიან, თავის დაძვრენას, რასაც, ბუნებრივია, ვერ შეძლებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები