ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

წამებით მოკლული თაზო მთვილიშვილის საქმე ფინალურ ეტაპზეა - სასამართლო ერთ-ერთ მთავარ მოწმეს უსმენს

თაზო მთვილიშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევა ფინალურ ეტაპზეა. პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, სასამართლო უსმენს ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მსჯავრდებულ საბა რობაქიძეს, რომელმაც დეტალურად ისაუბრა თაზო მთვილიშვილისთვის მიყენებულ დაზიანებებსა და გიორგი პაპაშვილის ქმედებებზე. გამოძიების ვერსიით, ახალგაზრდა, რომელიც საშაურმის თანამშრომელი იყო, ჯგუფურად აწამეს და მოკლეს ე.წ. საერთოს შეგროვებასთან დაკავშირებული დაპირისპირების გამო. ბრალდებული გიორგი პაპაშვილი რუსეთიდან იქნა ექსტრადირებული და მისი საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება.

წამებით მოკლული თაზო მთვილიშვილის საქმე ფინალურ ეტაპზეა - სასამართლო ერთ-ერთ მთავარ მოწმეს უსმენს
წამებით მოკლული თაზო მთვილიშვილის საქმე ფინალურ ეტაპზეა - სასამართლო ერთ-ერთ მთავარ მოწმეს უსმენსTV პირველი

საკუთარ დაბადების დღეზე წამებით მოკლული თაზო მთვილიშვილის საქმეზე ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას ასრულებს. სასამართლო დღეს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მსჯავრდებულ საბა რობაქიძეს უსმენს.

პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, რობაქიძემ, რომელიც მკვლელობის ფაქტს შეესწრო, გამოძიებას დეტალურად უამბო როგორც თაზო მთვილიშვილისთვის მიყენებული დაზიანებების, ისე გიორგი პაპაშვილის შემდგომი მოქმედებების შესახებ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაგრძელდება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოწმის, საბა რობაქიძის გამოკითხვა, რომელსაც დაცვის მხარე დაუსვამს შეკითხვებს. საბა რობაქიძე და ვერიკო კაპანაძე, რომელიც ასევე დაიკითხა სასამარტლო პროცესზე, იყვნენ ფიგურანტები, რომლებიც შეესწრნენ ამ ფაქტს და არა მხოლოდ შეესწრნენ, შემდეგ გიორგი პაპაშვილს დაჰყვებოდნენ ყველა მიმართულებით. დეტალურად აღწერა საბა რობაქიძემ არა მარტო დაზიანებები რა ფორმით მიაყენა, მათ შორის მანამდე სად იმყოფებოდა გიორგი პაპაშვილთან ერთად, ასევე აღწერა, რას უპირებდა თამაზ მთივლიშვილის ცხედარს გიორგი პაპაშვილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოწმე, - თქვა დღეს პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.

პროცესს არ ესწრება რუსეთიდან ექსტრადირებული პაპაშვილი - ის მოწმეებზე ზემოქმედებაშია ბრალდებული და სხვა ბრალდებულების დაკითხვის დროს სხდომათა დარბაზში არ შეჰყავთ. სასამართლოში იმყოფება მოკლული ახალგაზრდის დედაც, რომელიც შვილის მკვლელისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს.

გამოძიების ვერსიით, ახალგაზრდა, რომელიც ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომელი იყო, ჯერ ჯგუფურად აწამეს, შემდეგ კი მოკლეს. ცხედარი ბინაში ჩაკეტეს, თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

საქმის მასალების მიხედვით, დანაშაულის ერთ-ერთ მოტივად თბილისის საშაურმეებიდან ე.წ. „საერთოს“ შეგროვება სახელდება. თანამშრომლებს აიძულებდნენ, შემოსავლის ნაწილი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებისთვის გადაეხადათ. გამოძიების ვერსიით, თამაზ მთივლიშვილი სწორედ ამ ჯგუფს დაუპირისპირდა.

საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი პირი დანაშაულის შემდეგ საქართველოდან რუსეთში გაიქცა. მოგვიანებით ის დააკავეს და საქართველოში ჩამოიყვანეს. ახლა ბრალდებული განსასჯელის სკამზეა და მის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.