ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ენმ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის აცილებას ითხოვს

ნაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლოგახარია საქართველოსთვისსაქართველოს პარლამენტი

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოსამართლეთა სრული შემადგენლობის აცილება მოითხოვა, რასაც სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიასა და ანა წითლიძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

ენმ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის აცილებას ითხოვს
ენმ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის აცილებას ითხოვსTV პირველი

"ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, სადაც ოპოზიური პარტიის აკრძალავის სარჩელის განხილვა დაიწყო, მოსამართლეთა კოლეგიის აცილებას ითხოვს - შესაბამისი მოთხოვნა სხდომაზე ანა წითლიძემ დააყენა.

ჩვენ ვითხოვთ სრული შემადგენლობის აცილებას და ჩვენი დასაბუთება არის შემდეგი - საკონსტიტუციო სასამართლო ამ მოსამართლეების შემადგენლობით, რომელიც აქაა წარმოდგენილი არ არის არც თავისუფალი, არც სამართლიანი და არ მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. რადგან თავად ამ სარჩელის, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სამართლებრივ პროცესებთან და მთლიანად არის პოლიტიკური, წარმოებაში მიღებაც კი არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. ასევე, მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლოს აქ წარმოდგენილი მოსამართლეების ბიოგრაფია, რომ მოქალაქეებმა ნახონ რამდენად თავისუფლად, სამართლიანად და რეალურად საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად შეუძლიათ ამ მოსამართლეებს მიიღონ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია არამხოლოდ პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე, არამედ არის კრემლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს სუვერენიტეტის და თავისუფლების წინააღმდეგ“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ამის შემდეგ პოლიტიკოსს სხდომაზევე უპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ და წითლიძეს სამართლებრივი ლექსიკით საუბრისკენ მოუწოდა.

სასამართლო არ არის ის ადგილი, რომ ამ ლექსიკით და ასეთი ფორმით ვისაუბროთ. თუ მოსამართლეთა მიმართ გაქვთ აცილება, ეს თქვენი უფლებაა. თუ რაიმე არ მოგწონთ მოსამართლეთა მიმართ სამართლებრივ ჭრილში, ეს თქვენი უფლებაა, მაგრამ ძალიან გთხოვთ და ეს თხოვნა ასე არ გაგრძელდება, იძულებული ვიქნები წესრიგის დაცვის სხვა მექანიზმებს მივმართო. თუმცა ვართ საკონსტიტუციო სასამართლოში და ვფიქრობ, რომ ეს უხერხულიც იქნება. თუმცა თუ მხარე ამას მუდმივად გააგრძელებს, მაშინ მე მივიღებ შესაბამის ზომებს. ისაუბრეთ იმ ლექსიკით, რაც შეეფერება სასამართლოს და განსაკუთრებით, საკონსტიტუციო სასამართლოს“, - განაცხადა ნადარაიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები