თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: „აბა, სხვას რას იტყვიან, ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს პარლამენტს, ეს ყველაფერი ლეგიტიმურია?! – მაშინ თავის ამომრჩეველს უნდა განუმარტონ, რატომ არ შემოვიდნენ ამ პარლამენტში. რა თქმა უნდა, იმავე რეჟიმში რჩებიან, რომ ეს ყველაფერი უკანონოა“
თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ოპოზიცია იძულებულია საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესები უკანონოდ გამოაცხადოს, რათა ამომრჩეველს აუხსნას, თუ რატომ არ შევიდა პარლამენტში.

„აბა, სხვას რას იტყვიან, ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს პარლამენტს, ეს ყველაფერი ლეგიტიმურია?! – მაშინ თავის ამომრჩეველს უნდა განუმარტონ, რატომ არ შემოვიდნენ ამ პარლამენტში“, – განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვისას ოპოზიციის შუამდგომლობებთან დაკავშირებით.
კერძოდ, ერთ-ერთი შუამდგომლობით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ითხოვენ, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა დასაშვებად არ იყოს ცნობილი.
შარმანაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები იმავე პოზიციაზე რჩებიან, რომ ეს ყველაფერი უკანონოა.
„აბა, სხვას რას იტყვიან, ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს პარლამენტს, ეს ყველაფერი ლეგიტიმურია?! – მაშინ თავის ამომრჩეველს უნდა განუმარტონ, რატომ არ შემოვიდნენ ამ პარლამენტში. რა თქმა უნდა, იმავე რეჟიმში რჩებიან, რომ ეს ყველაფერი უკანონოა.
ჩვენ ნათლად განვმატეთ ეს ყველაფერი. სასამართლომაც განმარტა, რომ მხარის კომპეტენციაა, თვითონ როგორ წარმოადგენს სარჩელს და ა.შ. რა თქმა უნდა, მოპასუხეს შეუძლია სასამართლოს მიმართოს და უთხრას, რომ ეს ჩვენი ნამსჯელი რაც არის, გასაზიარებელია თუ არ არის გასაზიარებელი. ასე რომ, თუ რამის დაზუსტება დასჭირდებათ, კითხვა-პასუხის, ან სხვა რეჟიმის დროს, რასაც სასამართლო დაგვავალებს, შევასრულებთ“, – აღნიშნა მან.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„აბა, სხვას რას იტყვიან, ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს პარლამენტს, ეს ყველაფერი ლეგიტიმურია?! – მაშინ თავის ამომრჩეველს უნდა განუმარტონ, რატომ არ შემოვიდნენ ამ პარლამენტში“
„აბა, სხვას რას იტყვიან, ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს პარლამენტს, ეს ყველაფერი ლეგიტიმურია?! – მაშინ თავის ამომრჩეველს უნდა განუმარტონ, რატომ არ შემოვიდნენ ამ პარლამენტში. რა თქმა უნდა, იმავე რეჟიმში რჩებიან, რომ ეს ყველაფერი უკანონოა. ჩვენ ნათლად განვმატეთ ეს ყველაფერი. სასამართლომაც განმარტა, რომ მხარის კომპეტენციაა, თვითონ როგორ წარმოადგენს სარჩელს და ა.შ. რა თქმა უნდა, მოპასუხეს შეუძლია სასამართლოს მიმართოს და უთხრას, რომ ეს ჩვენი ნამსჯელი რაც არის, გასაზიარებელია თუ არ არის გასაზიარებელი. ასე რომ, თუ რამის დაზუსტება დასჭირდებათ, კითხვა-პასუხის, ან სხვა რეჟიმის დროს, რასაც სასამართლო დაგვავალებს, შევასრულებთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.