ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება დაიწყო

განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა ტესტირება 27 ქალაქის 42 საგამოცდო ცენტრში დაიწყო, სადაც 12 600-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება დაიწყო
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება დაიწყოიმედინიუსი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირების მიმდინარეობას თბილისში, კოლეჯებში - „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიასა“ და „სქილვილში“, ასევე, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში გახსნილ საგამოცდო ცენტრში გაეცნო.

ტესტირება 24 ოქტომბერს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ხოლო 25 ოქტომბერს - წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში ტარდება.

პროფესიული ტესტირება 27 ქალაქში გახსნილ 42 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს.

წელს ტესტირებაზე 12 600-მდე მსურველი დარეგისტრირდა. ზოგიერთი მათგანი ერთზე მეტ გამოცდას აბარებს.

თითოეული ტესტის მაქსიმალური ქულაა 30. გამოსაცდელს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება მაქსიმალური ქულის 15%-ის დაგროვების შემთხვევაში. ტესტირების ხანგრძლივობაა 1 საათი და 30 წუთი.

ტესტირების პროცესს თამარ მემანიშვილთან ერთად აკვირდებოდნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეები - ეკატერინე მაჩიტიძე და დავით საღინაძე, ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსი თამარ კვინიკაძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროფესიული განათლების მიღების მსურველებს საგამოცდო ბარათების ნახვა პროფესიული განათლების პორტალზე - vet.ge შეუძლიათწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები