თაზო დათუნაშვილი - ჩვენ თვალყურს ვადევნებთ საკონსტიტუციო გადატრიალების პროცესს - პოლიტიკური არჩევანის უფლება ეზღუდება საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს
თაზო დათუნაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის განხილვით მიმდინარეობს „საკონსტიტუციო გადატრიალება“, რითაც მილიონამდე მოქალაქეს არჩევანის უფლება ეზღუდება.

ჩვენ თვალყურს ვადევნებთ საკონსტიტუციო გადატრიალების პროცესს და საკონსტიტუციო გადატრიალების ყველაზე მძიმე ფაზას, როდესაც პოლიტიკური არჩევანის უფლება ეზღუდება საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა თაზო დათუნაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან განუცხადა, სადაც პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა უნდა დაიწყოს.
როგორც მან აღნიშნა, „ეს სარჩელი ნათლად ასახავს საქართველოს დემოკრატიულ მარცხს“.
„დაცვის სტრატეგია არის ძალიან მარტივი - როცა საუბარია აბსოლუტურ პოლიტიკურ აბსურდზე, როცა საუბარია მთლიანად შინაარსისგან დაცლილ პოლიტიკურ მასკარადზე, რომლის მიზანსცენაც, სამწუხაროდ, იდგმება საკონსტიტუციო სასამართლოში, ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ორგანოსა და სახელმწიფო ინსტიტუციაში, ეს არის ამ ქვეყნის ტრაგედია. ეს ყველაზე ნათლად ასახავს საქართველოს დემოკრატიულ მარცხს, მარცხს, რომელსაც ეს ქვეყანა განიცდის. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ საკონსტიტუციო გადატრიალების პროცესს და ამ საკონსტიტუციო გადატრიალების ყველაზე მძიმე ფაზას, როდესაც პოლიტიკური არჩევანის უფლება ეზღუდება საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა დღეს იწყება. საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“. საქმის არსებითი განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ეს სარჩელი ნათლად ასახავს საქართველოს დემოკრატიულ მარცხს“
„დაცვის სტრატეგია არის ძალიან მარტივი - როცა საუბარია აბსოლუტურ პოლიტიკურ აბსურდზე, როცა საუბარია მთლიანად შინაარსისგან დაცლილ პოლიტიკურ მასკარადზე, რომლის მიზანსცენაც, სამწუხაროდ, იდგმება საკონსტიტუციო სასამართლოში, ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ორგანოსა და სახელმწიფო ინსტიტუციაში, ეს არის ამ ქვეყნის ტრაგედია. ეს ყველაზე ნათლად ასახავს საქართველოს დემოკრატიულ მარცხს, მარცხს, რომელსაც ეს ქვეყანა განიცდის. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ საკონსტიტუციო გადატრიალების პროცესს და ამ საკონსტიტუციო გადატრიალების ყველაზე მძიმე ფაზას, როდესაც პოლიტიკური არჩევანის უფლება ეზღუდება საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.