თაზო დათუნაშვილი - ქვეყანაში დიდწილად დემოკრატიის არსი კვდება, გადავდივართ კიდევ უფრო მწვავე ფაზაში - ჟამი, როდესაც დიდი განსაცდელი დგება ქართველი ხალხის წინაშე
„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერი თაზო დათუნაშვილი აცხადებს, რომ პარტიების აკრძალვით ქვეყანაში დემოკრატიის არსი კვდება და პროცესი ერთპარტიული მმართველობის დამყარებისკენ მიდის.

ლაპარაკი არის მილიონი მოქალაქის მიერ არჩეულ პარტიების აკრძალვაზე. ეს არის ძალიან მძიმე ამბავი და ძალიან მძიმე კონსტიტუციური პროცედურა, რადგან ადამიანების არჩევანს ეხება საქმე. სახელმწიფო ამას ძალიან სათუთად უნდა მოეპყროს, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველო - ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით განაცხადა.
დათუნაშვილის შეფასებით, პარტიების აკრძალვასთან ერთად, დემოკრატიის არსი კვდება და ქვეყანა ძალიან მწვავე ფაზაში გადადის.
“ის სურათი და რეალობა, რაც ქვეყანაში არის, გვიბიძგებს იმისკენ, რომ თუ ის [“ქართული ოცნება”] წავიდა ამ ნაბიჯზე და დაიწყო ის სამარცხვინო პროცესი, ის მასკარადი, რომელიც დღეს განსაკუთრებით ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა, თუ მთელ ამ ტრაექტორიას შევხედავთ, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ საქართველოში ერთპარტიული მმართველობა დამყარდეს, შეწყდეს ქართველი ხალხის მიერ ხელისუფლების კონსტიტუციით, სუვერენულად გადაცემა მრავალპარტიულ სისტემაზე, სადაც მოქალაქეებს აქვთ შანსი, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების იყვნენ და ყველას ჰქონდეს თანაბარი შანსი, იყვნენ ქართული ხელისუფლების ნაწილი, ან ჰყავდეთ საკუთარი წარმომადგენელი ხელისუფლებაში. ეს პრინციპი კვდება, შესაბამისად, დიდწილად კვდება დემოკრატიის არსი ქვეყანაში და გადავდივართ კიდევ უფრო მწვავე ფაზაში, ისეთ ფაზაში, რომელზეც უსაუბრია მერაბ კოსტავას - ჟამი, როდესაც დიდი განსაცდელი დგება ქართველი ხალხის წინაშე.
ლაპარაკი არის მილიონი მოქალაქის მიერ არჩეულ პარტიების აკრძალვაზე. ეს არის ძალიან მძიმე ამბავი და ძალიან მძიმე კონსტიტუციური პროცედურა იმიტომ, რომ ადამიანების არჩევანს ეხება საქმე. სახელმწიფო ამას ძალიან სათუთად უნდა მოეპყროს.
დღეს ხომ საერთოდ სიგიჟე მოხდა. უნდოდათ, რომ პროცესი ჩაეტარებინათ ისე, რომ მტკიცებულებები არ განეხილათ საერთოდ. ჩვენ ხომ რამე კანონი არ გვაქვს დარღვეული, არაფერზე სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული, რაზეც იქ არის ლაპარაკი. ინტერპრეტაციის საგანია და ყველაფერს სჭირდება დამტკიცება, ამ მტკიცებულებების განხილვა არ უნდოდათ”, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„ის სურათი და რეალობა, რაც ქვეყანაში არის, გვიბიძგებს იმისკენ, რომ თუ ის [“ქართული ოცნება”] წავიდა ამ ნაბიჯზე და დაიწყო ის სამარცხვინო პროცესი, ის მასკარადი, რომელიც დღეს განსაკუთრებით ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა, თუ მთელ ამ ტრაექტორიას შევხედავთ, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ საქართველოში ერთპარტიული მმართველობა დამყარდეს, შეწყდეს ქართველი ხალხის მიერ ხელისუფლების კონსტიტუციით, სუვერენულად გადაცემა მრავალპარტიულ სისტემაზე, სადაც მოქალაქეებს აქვთ შანსი, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების იყვნენ და ყველას ჰქონდეს თანაბარი შანსი, იყვნენ ქართული ხელისუფლების ნაწილი, ან ჰყავდეთ საკუთარი წარმომადგენელი ხელისუფლებაში. ეს პრინციპი კვდება, შესაბამისად, დიდწილად კვდება დემოკრატიის არსი ქვეყანაში და გადავდივართ კიდევ უფრო მწვავე ფაზაში, ისეთ ფაზაში, რომელზეც უსაუბრია მერაბ კოსტავას - ჟამი, როდესაც დიდი განსაცდელი დგება ქართველი ხალხის წინაშე. ლაპარაკი არის მილიონი მოქალაქის მიერ არჩეულ პარტიების აკრძალვაზე. ეს არის ძალიან მძიმე ამბავი და ძალიან მძიმე კონსტიტუციური პროცედურა იმიტომ, რომ ადამიანების არჩევანს ეხება საქმე. სახელმწიფო ამას ძალიან სათუთად უნდა მოეპყროს. დღეს ხომ საერთოდ სიგიჟე მოხდა. უნდოდათ, რომ პროცესი ჩაეტარებინათ ისე, რომ მტკიცებულებები არ განეხილათ საერთოდ. ჩვენ ხომ რამე კანონი არ გვაქვს დარღვეული, არაფერზე სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული, რაზეც იქ არის ლაპარაკი. ინტერპრეტაციის საგანია და ყველაფერს სჭირდება დამტკიცება, ამ მტკიცებულებების განხილვა არ უნდოდათ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…