ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თაზო დათუნაშვილი კონსტიტუციური სარჩელის განხილვაზე: საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის უფლება ეზღუდება

საკონსტიტუციო სასამართლოლელოსაქართველოს პარლამენტინაციონალური მოძრაობაკოალიცია ცვლილებისთვისფედერალისტები

თაზო დათუნაშვილის განცხადებით, 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით შეტანილი სარჩელით საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის უფლება ეზღუდება. საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს.

თაზო დათუნაშვილი კონსტიტუციური სარჩელის განხილვაზე: საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის უფლება ეზღუდება
თაზო დათუნაშვილი კონსტიტუციური სარჩელის განხილვაზე: საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის უფლება ეზღუდებარუსთავი 2

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვის დაწყებამდე, ოპოზიციურ სპექტრში შეფასებები კეთდება.

პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, იურისტების გუნდი სხდომაზე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებს, რომელიც საკონსტიტუციო სარჩელის აბსურდულობას ეხება. დათუნაშვილმა აღნიშნა, რომ სარჩელით საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის უფლება ეზღუდება.

"იურისტების შემადგენლობას აქვს გარკვეული შუამდგომლობები, რომელიც ეხება საკონსტიტუციო სარჩელის უშინაარსობას, მის აბსურდულობას, პროცედურულ პრობლემებს. დაველოდოთ ჩვენი პარტიის იურისტებს, რომლებიც ამ განცხადებებს დააყენებენ სასამართლო სხდომაზე. მანამდე, ერთი შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკური არჩევანის უფლება ეზღუდება საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს," - აცხადებს თაზო დათუნაშვილი.

სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს და ითხოვს "ნაციონალური მოძრაობის", კოალიცია "ცვლილებისთვის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და გახარია "საქართველოსთვის" აკრძალვას. სარჩელის ავტორთა განცხადებით, ეს პოლიტიკური გაერთიანებები 2016 წლიდან, პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის ლეგიტიმაციას.

კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაც.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„იურისტების შემადგენლობას აქვს გარკვეული შუამდგომლობები, რომელიც ეხება საკონსტიტუციო სარჩელის უშინაარსობას, მის აბსურდულობას, პროცედურულ პრობლემებს. დაველოდოთ ჩვენი პარტიის იურისტებს, რომლებიც ამ განცხადებებს დააყენებენ სასამართლო სხდომაზე. მანამდე, ერთი შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკური არჩევანის უფლება ეზღუდება საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს,“
თაზო დათუნაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავესწრებით სასამართლოს პროცესს და მივიღებთ აქტიურ მონაწილეობას, გამოვიყენებთ, როგორც ყოველთვის, ბრძოლის ყველა ბერკეტს და ყველა ფორმას - გრიგოლ გეგელია საკონსტიტუციო სარჩელზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები