პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"კვარაცხელიას გარემოცვაში დიდი შეშფოთებაა" - L'Équipe ხვიჩას ტრავმაზე წერს

L'Équipe-ის ცნობით, „ბარსელონასთან“ მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვაში დიდი შეშფოთებაა. არსებობს ვარაუდი, რომ მას შესაძლოა ჯვარედინი მყესები ჰქონდეს გაწყვეტილი, რის გამოც მიმდინარე სეზონი მთლიანად გაუცდება.

"კვარაცხელიას გარემოცვაში დიდი შეშფოთებაა" - L'Équipe ხვიჩას ტრავმაზე წერს
სპორტალი

ჩემპიონთა ლიგაზე ლიგის ფაზის მე-3 ტურში პსჟ-მა საკუთარ მოედანზე "ბარსელონას" 4:2 სძლია. 58-ე წუთზე ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.

დღეს ქართველს მაგნიტურ-ტომოგრაფიული შემოწმება ჩაუტარდება და დაზიანების სიმძიმე ამის შემდეგ გვეცოდინება, თუმცა ჩვენთვის ყველაზე მძიმე და რთული ვარაუდი ისაა, რომ შესაძლოა, ჩვენებურს ჯვარედინი მყესები ჰქონდეს გაწყვეტილი, რის გამოც ეს სეზონი მთლიანად გაუცდება.

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L'Équipe წერს, რომ ვითარება ძალიან მძიმეა და ფეხბურთელის გარემოცვაში ძალიან დიდი შეშფოთებაა. პსჟ-სთან დაახლოებული წყაროები კი ჯერჯერობით რაიმე პროგნოზის გაკეთებისგან თავს იკავებენ.

ვიმედოვნოთ, რომ კვარაცხელიას ტრავმა მძიმე არ აღმოჩნდება და დღეს დამატებითი სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ ჩვენთვის სასიხარულო ამბავს გავიგებთ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ნეიტრალური 2
  1. სპორტალინეიტრალურიწინასწარი დიაგნოზი - კვარაცხელიამ შეიძლება ამ სეზონში ვერ ითამაშოს
  2. სპორტალინეიტრალურიის, რისიც ყველას გვეშინოდა - პსჟ-მა კვარაცხელიას ტრავმაზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა
მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები