კრწანისის რაიონში, ლომინაძის ხევში სანიაღვრე კოლექტორი ეწყობა
კრწანისის რაიონში, ლომინაძის ხევში სანიაღვრე კოლექტორის მოსაწყობად დაახლოებით 1 500 000 ლარი დაიხარჯება, რათა უხვი ნალექის დროს წყლის ნაკადი მილებში მოექცეს. თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, 377 მეტრი სიგრძის ხევში სამუშაოების დასრულების შემდეგ პრობლემური ტერიტორია უსაფრთხო გახდება.

კრწანისის რაიონში, ლომინაძის ხევში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სანიაღვრე კოლექტორი ეწყობა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, წლებისგანმავლობაში აღნიშნულიტერიტორია მოსახლეობისთვის უხვი ნალექის დროს პრობლემას წარმოადგენდა.
„ლომინაძის ხევის გარკვეულ მონაკვეთზე სანიაღვრე კოლექტორი მოეწყობა. აღნიშნული მონაკვეთი წლების განმავლობაში წარმოადგენდა პრობლემურ ზონას - არსებობდა ღია ხევი, მოუწესრიგებელი სანიაღვრე სისტემა, უხვი ნალექის დროს კი წყალი უკონტროლოდ მიედინებოდა.
პროექტის ფარგლებში, 377 მეტრი სიგრძის ხევში მომდინარე წყლის ნაკადი 1 500 მმ დიამეტრის მილებში მოექცევა. სამუშაოები დაწყებულია. პირველ რიგში, სრულად მოწესრიგდება სანიაღვრე ინფრასტრუქტურა აღნიშნულ არეალში და უზრუნველყოფილი იქნება წყლის ნაკადის უსაფრთხო და ორგანიზებული გატარება. მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ ტერიტორია იქნება უსაფრთხო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, პროექტს კრწანისის რაიონის გამგეობა ახორციელებს, რისთვისაც, დაახლოებით, 1 500 000 ლარი დაიხარჯება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.