კრწანისის რაიონში, კრწანისის I ჩიხის N11-N17-ის მიმდებარედ, გრუნტის დამჭერი სექციური კედლის მოწყობის სამუშაოები დაიწყო
კრწანისის I ჩიხში ფერდობის გასამაგრებლად 123 მეტრი სიგრძის გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა დაიწყო, რისთვისაც 980 000 ლარი დაიხარჯება.

კრწანისის რაიონში, კრწანისის I ჩიხის N11-N17-ის მიმდებარედ, გრუნტის დამჭერი სექციური კედლის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე ფერდობის გამაგრება ადგილობრივი მოსახლეობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენდა.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა 123 მეტრი სიგრძის საყრდენი კედელი, რომელიც უზრუნველყოფს ფერდობის გამაგრებას და მიმდებარე ტერიტორიის დაცვას გრუნტის გადაადგილებით გამოწვეული რისკებისგან. პროექტის ღირებულება 980 000 ლარს შეადგენს.
მიმდინარე პროექტს კრწანისის რაიონის გამგებელი ლაშა ცაგურია ადგილზე გაეცნო.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…