ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება

კრწანისის რაიონში, წინანაურის ქუჩაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და სანიაღვრე ქსელის განახლების შემდეგ 8 000 კვ.მ ფართობზე ასფალტი დაიგება, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება
კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩის სრული რეაბილიტაცია ხორციელდებარუსთავი 2

კრწანისის რაიონში, წინანაურის ქუჩაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომელიც ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გათვალისწინებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებაც.

"ყველგან, სადაც რეაბილიტაციის მიზნით შევდივართ, პირველ რიგში, მიწის ქვემოთ არსებულ ინფრასტრუქტურას ვაწესრიგებთ. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშიa. მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და 8 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება ასფალტის საფარი. ასევე მოწესრიგდება საფეხმავლო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მოეწყობა გარე განათების ქსელი და გრუნტის დამჭერი მონოლითური კედლები", - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, კერძოდ, ხორციელდება მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობა, რის შემდეგაც საგზაო ინფრასტრუქტურა რეაბილიტირდება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ყველგან, სადაც რეაბილიტაციის მიზნით შევდივართ, პირველ რიგში, მიწის ქვემოთ არსებულ ინფრასტრუქტურას ვაწესრიგებთ. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშიa. მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და 8 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება ასფალტის საფარი. ასევე მოწესრიგდება საფეხმავლო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მოეწყობა გარე განათების ქსელი და გრუნტის დამჭერი მონოლითური კედლები“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
კრწანისის რაიონში, ლომინაძის ხევში სანიაღვრე კოლექტორი ეწყობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები