ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კრწანისის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

კრწანისის რაიონში, მარნეულის გზატკეცილზე, 760 000 ლარის ღირებულების ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, რის შესახებაც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კრწანისის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
კრწანისის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყობაიმედინიუსი

კრწანისის რაიონში, მარნეულის გზატკეცილზე, ფერდი N1-ის მიმდებარედ, ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროექტის განხორციელების შედეგად, ადგილობრივ მცხოვრებლებს დასვენების შესაძლებლობა ექნებათ.

„პროექტის მიზანია, აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიქმნას თანამედროვე, კეთილმოწყობილი და ფუნქციური სივრცე, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას დასვენებისა და ბავშვებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა ექნება.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა გრუნტის დამჭერი გაბიონური კედლები, საფეხმავლო ბილიკები და გარე განათების სისტემა. ტერიტორიაზე განთავსდება ფანჩატურები, მოსასვენებელი სივრცის შესაბამისი ფურნიტურა და საბავშვო მოედანი. ასევე, დაირგვება ხე-მცენარეები. ყველანაირად მოწესრიგებული და განახლებული სივრცე იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

პროექტის ღირებულება 760 000 ლარს შეადგენს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოკრწანისის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
კახა კალაძე – რუსთაველის გამზირზე გადაადგილების თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, თუმცა ამ მასშტაბის სამუშაოები გარკვეული დისკომფორტის გარეშე წარმოუდგენელიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები