პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ოპოზიციური პარტიების ნაწილი და მოქალაქეები დილიდან იკრიბებიან

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობათავისუფლების მოედანისაქართველოს პარლამენტიგახარია საქართველოსთვის

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა იწყება, მოქალაქეები და ოპოზიცია აქციას მართავენ. შეკრებილთა განცხადებით, მმართველი გუნდის ეს ნაბიჯი კონსტიტუციური თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული.

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ოპოზიციური პარტიების ნაწილი და მოქალაქეები დილიდან იკრიბებიან
ინტერპრესნიუსი

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ოპოზიციური პარტიების ნაწილი და მოქალაქეები დილიდან იკრიბებიან. საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „თავისუფლების მოედანმა“ დააანონსეს.

როგორც ადგილზე შეკრებილები აცხადებენ, მმართველი გუნდის მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა ქვეყანაში კონსტიტუციური თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. მათივე განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანად გადაწყვეტის გზას კეტავს და პირადი ძალაუფლების განმტკიცებას ცდილობს“.

საკონსტიტუციო სასამართლოსთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ცნობისთვის, 21 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის, მათი აკრძალვისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვას იწყებს. არსებითი განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან ხუთი ოპოზიციური ძალის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვის პარალელურად საპროტესტო აქცია დაანონსდა
  2. პირველი არხისამთავრობოსაკონსტიტუციო სასამართლოსთან ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ისტორიული პროცესი და განხილვები საკონსტიტუციო სასამართლოში - ვინ რა არგუმენტებით ჩავა ბათუმში? - 5 პოლიტიკური სუბიექტის აკრძალვის საქმის არსებითი განხილვა ორშაბათიდან განახლდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები