პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან ხუთი ოპოზიციური ძალის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვის პარალელურად საპროტესტო აქცია დაანონსდა

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ხუთი ოპოზიციური ძალის არაკონსტიტუციურად ცნობის სარჩელის განხილვის პარალელურად საპროტესტო აქცია დაანონსდა. ენმ-ის წევრ ბონდო თედორაძის მტკიცებით, ხელისუფლება პარტიების აკრძალვას გეგმავს და ისინი შენობასთან ამ გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ.

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან ხუთი ოპოზიციური ძალის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვის პარალელურად საპროტესტო აქცია დაანონსდა
ინტერპრესნიუსი

ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან ხუთი ოპოზიციური ძალის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვის პარალელურად, დღეს საპროტესტო აქცია დაანონსდა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საპროტესტო აქციას 11:00 საათიდან დაიწყებენ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბონდო თედორაძის განცხადებით, ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები და მოქალაქეები სასამართლოს შენობასთან დილიდან შეიკრიბებიან.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხზე უნდა იმსჯელონ, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე „სამარცხვინო და დანაშაულებრივი“ პროცესი გაიმართება.

„21 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო და დანაშაულებრივი სასამართლო პროცესი. იცით, რომ რუსული ხელისუფლება პარტიების აკრძალვას გეგმავს. ჩვენ შევიკრიბებით და სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღებას ვგეგმავთ; იურისტები პირადად დაესწრებიან პროცესს, ჩვენ კი შენობასთან გავაპროტესტებთ ამ დანაშაულს. ცივილიზებულ ქვეყანაში, რომელსაც განვითარებაზე, დემოკრატიულსა და დასავლურ ღირებულებებზე აქვს პრეტენზია, მსგავსი პროცესები არც აწმყოში მიმდინარეობს და არც სამომავლოდ იგეგმება“, - აცხადებს ბონდო თედორაძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ოპოზიციური პარტიების ნაწილი და მოქალაქეები დილიდან იკრიბებიან
  2. პირველი არხისამთავრობოსაკონსტიტუციო სასამართლოსთან ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები