ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებით განხილვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტინაციონალური მოძრაობალელოგახარია საქართველოსთვის

საკონსტიტუციო სასამართლო 21-23 ოქტომბერს არსებითად განიხილავს პარლამენტის 88 წევრის სარჩელს 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ. მოსარჩელეთა მტკიცებით, პარტიების ქმედებები კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის მცდელობას უკავშირდება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებით განხილვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებით განხილვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებსიმედინიუსი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებით განხილვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

სასამართლოს ინფორმაციით, სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს, 12:00 საათზე ჩატარდება.

საქართველოს პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი ეხება პარტიების „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო“ „ფედერალისტური პარტია“, და „გახარია საქართველოსთვის “ საქმიანობის კონსტიტუციურობას და მათი აკრძალვის საკითხს.

სარჩელის ავტორების მოსაზრებით, ხუთივე პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში იკვეთება საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის დარღვევა. მოსარჩელეების შეფასებით, პარტიების ქმედებები კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის მცდელობას უკავშირდება, ასევე, მათივე მტკიცებით, არსებობს ამ მიზნის მომავალში განხორციელების საფრთხე. ამასთან, სარჩელში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობასთან დაკავშირებით დამატებით საუბარია ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის შესაძლო საფუძვლებზეც. საქმეს არსებითად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ოპოზიციის ნაწილი საკონსტიტუციოს სხდომებში მონაწილეობას აანონსებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები