ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Reuters: ტრამპის ადმინისტრაციამ 300 ათასზე მეტი ვიზა გააუქმა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში 300 ათასზე მეტი ვიზა გააუქმა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, უცხოელების მიმართ, რომლებიც კანონს არღვევენ ან საფრთხეს უქმნიან უსაფრთხოებას, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა მოქმედებს.

Reuters: ტრამპის ადმინისტრაციამ 300 ათასზე მეტი ვიზა გააუქმა
Reuters: ტრამპის ადმინისტრაციამ 300 ათასზე მეტი ვიზა გააუქმაიმედინიუსი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში 300 ათასზე მეტი ვიზა გააუქმა. ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მონაცემები ბოლო კვირებში ვიზების გაუქმების ტემპის დაჩქარებაზე მიუთითებს. სახელმწიფო დეპარტამენტის 10 აგვისტოს განახლებული ინფორმაციით, 2025 წლის იანვრიდან, ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ, გაუქმებული ვიზების რაოდენობა 175 000-ს აღემატებოდა.

ტრამპის განცხადებით, მისი ადმინისტრაციის მიერ გამკაცრებული საიმიგრაციო პოლიტიკა და დეპორტაციის კამპანია აშშ-ის შიდა უსაფრთხოების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. უფლებადამცველი ორგანიზაციები კი აცხადებენ, რომ ამ პოლიტიკით ირღვევა სათანადო სამართლებრივი პროცედურებისა და სიტყვის თავისუფლების უფლებები, იქმნება სახიფათო გარემო, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებისთვის, რომელთა წარმომადგენლებიც რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციის რისკზე საუბრობენ.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტომი პიგოტმა, რომელმაც ვიზების გაუქმების ახალი მონაცემები სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა, განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ „ისტორიაში ნებისმიერ სხვა ადმინისტრაციაზე სწრაფი ტემპით გააუქმა ვიზები“.

მისი თქმით, ადმინისტრაცია „ნულოვან ტოლერანტობას“ იჩენს იმ უცხოელების მიმართ, რომლებიც აშშ-ში ვიზით იმყოფებიან და კანონს არღვევენ, თაღლითობას სჩადიან ან ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ისტორიაში ნებისმიერ სხვა ადმინისტრაციაზე სწრაფი ტემპით გააუქმა ვიზები“
ტომი პიგოტი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპის ადმინისტრაციამ აგვისტოს შემდეგ 125 000-ზე მეტი ვიზა გააუქმაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები