ტრამპის ადმინისტრაციამ აგვისტოს შემდეგ 125 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში 300 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა. უწყების სპიკერის, ტომი პიგოტის თქმით, ადმინისტრაციას აქვს ნულოვანი ტოლერანტობა უცხოელების მიმართ, რომლებიც კანონს არღვევენ.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში 300 000-ზე მეტი აშშ-ის ვიზა გააუქმა, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა.
შედარებისთვის, 10 აგვისტოს განახლებული მონაცემებით, 2025 წლის იანვრიდან ტრამპის მიმდინარე ვადის დაწყებიდან გაუქმებული ვიზების რაოდენობა 175 000-ს აჭარბებდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ტომი პიგოტმა სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ „უფრო მეტი ვიზა გააუქმა და უფრო სწრაფი ტემპით, ვიდრე ნებისმიერმა ადმინისტრაციამ ისტორიაში“. მისი თქმით, ადმინისტრაციას აქვს „ნულოვანი ტოლერანტობა იმ უცხოელების მიმართ, რომლებიც არღვევენ კანონს, ჩადიან თაღლითობას ან საფრთხეს უქმნიან ეროვნულ უსაფრთხოებას“.
თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საიმიგრაციო შეზღუდვები და დეპორტაციის კამპანია ქვეყნის შიდა უსაფრთხოების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„უფრო მეტი ვიზა გააუქმა და უფრო სწრაფი ტემპით, ვიდრე ნებისმიერმა ადმინისტრაციამ ისტორიაში“
„ნულოვანი ტოლერანტობა იმ უცხოელების მიმართ, რომლებიც არღვევენ კანონს, ჩადიან თაღლითობას ან საფრთხეს უქმნიან ეროვნულ უსაფრთხოებას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…