ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 300 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მეორე ვადის განმავლობაში 300 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა, რასაც უფლებადამცველთა კრიტიკა მოჰყვა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 300 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 300 000-ზე მეტი ვიზა გააუქმაინტერპრესნიუსი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში 300 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მონაცემები მიუთითებს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ვიზების გაუქმების ტემპი დაჩქარდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტომი პიგოტმა აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ „ვიზების უფრო მეტი რაოდენობა, უფრო სწრაფი ტემპით გააუქმა, ვიდრე ეს აშშ-ის ისტორიაში ნებისმიერ სხვა ადმინისტრაციას გაუკეთებია“.

პიგოტის თქმით, ადმინისტრაცია „ნულოვან ტოლერანტობას იჩენს იმ უცხოელების მიმართ, რომლებიც აშშ-ში ვიზით იმყოფებიან და კანონს არღვევენ, თაღლითობას სჩადიან ან ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან“.

Reuters-ი წერს, რომ ადამიანის უფლებების დამცველები განსაკუთრებით აკრიტიკებენ იმ ვიზების გაუქმებას, რომლებიც შეეხო პალესტინელების მხარდასაჭერად და ისრაელის მიერ ღაზაზე განხორციელებული თავდასხმების გასაპროტესტებლად გამოსულ უცხოელ მომიტინგეებს. კრიტიკა ასევე მოჰყვა იმ უცხოელებისთვის ვიზების გაუქმებას, რომლებმაც კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის მკვლელობის შესახებ სოციალურ მედიაში საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.

ამასთან, Reuters-ის ცნობით, უცხოელი მომიტინგეების დეპორტაციის მცდელობებთან ერთად, ტრამპის ადმინისტრაციამ გაამკაცრა მიგრანტებისა და ვიზის განმცხადებლების სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული მასალების შემოწმებაც.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვიზების უფრო მეტი რაოდენობა, უფრო სწრაფი ტემპით გააუქმა, ვიდრე ეს აშშ-ის ისტორიაში ნებისმიერ სხვა ადმინისტრაციას გაუკეთებია“
ტომი პიგოტი
„ნულოვან ტოლერანტობას იჩენს იმ უცხოელების მიმართ, რომლებიც აშშ-ში ვიზით იმყოფებიან და კანონს არღვევენ, თაღლითობას სჩადიან ან ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Reuters - ირანი სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესს აჭიანურებს, რათა აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე გავლენა მოახდინოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები