ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას ნება დართო, მიგრანტების მესამე ქვეყნებში გაძევების პროგრამა განაახლოს

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას ნება დართო, განაახლოს მიგრანტების მესამე ქვეყნებში გაძევების პროგრამა და დროებით გააუქმა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დაწესებული აკრძალვა.

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას ნება დართო, მიგრანტების მესამე ქვეყნებში გაძევების პროგრამა განაახლოს
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას ნება დართო, მიგრანტების მესამე ქვეყნებში გაძევების პროგრამა განაახლოსრუსთავი 2

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას ნება დართო, მიგრანტების მესამე ქვეყნებში გაძევების პროგრამა განაახლოს. ამასთან, მათთვის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხეების გასაჩივრების შესაძლებლობის მიცემა სავალდებულო არ იქნება - წერს Reuters-ი.

მედიის ცნობით, სასამართლო ასევე დათანხმდა საქმესთან დაკავშირებით მხარეების არგუმენტები მოისმინოს.

სასამართლომ დააკმაყოფილა იუსტიციის დეპარტამენტის საგანგებო მოთხოვნა და დროებით გააუქმა მიგრანტების დეპორტაციის აკრძალვა, რომელიც ადრე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ იყო დაწესებული.

მიგრანტების დეპორტაციის აკრძალვა, რომელიც ტრამპმა თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ დაიწყო, ბოსტონის რაიონულმა მოსამართლემ ბრაიან მერფიმ დააწესა. მან დაადგინა, რომ მიგრანტების მესამე ქვეყნებში გაძევების პრაქტიკა წინასწარი შეტყობინების გარეშე და დეპორტაციის წინააღმდეგ არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობის შეზღუდვა კანონს არღვევს.

ტრამპის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება სხვადასხვა სასამართლოში გაასაჩივრა.

როგორც გამოცემა წერს, უზენაესი სასამართლოს ექვსმა კონსერვატორმა მოსამართლემ დეპორტაციების განახლებას მხარი დაუჭირა, სამი ლიბერალი მოსამართლე კი წინააღმდეგ წავიდა.

ადამიანის უფლებათა დამცველები ვარაუდობენ, რომ 2025 წლის იანვრიდან მოყოლებული, შეერთებული შტატებიდან მესამე ქვეყნებში, ძირითადად მექსიკაში, 25 000-ზე მეტი მიგრანტი იქნა დეპორტირებული.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.