სოლომონ პავლიაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ნარჩენების რეგიონული ობიექტის მშენებლობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი გაეცნო. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება მიწისქვეშა წყლების დასაცავად თიხის ხარისხსა და დაგების ტექნოლოგიას ექცევა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ნარჩენების განთავსების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგიონული ობიექტის მშენებლობის მიმდინარეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი გაეცნო. ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა.
სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში რეგიონი ნარჩენების განთავსების თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ობიექტს მიიღებს.
"სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თიხის მასალის ხარისხის შემოწმებასა და მისი დაგების ტექნოლოგიის სწორად შერჩევას, რაც მიწისქვეშა წყლების დაცვისთვის უმნიშვნელოვანესია. სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ჩვენი მიზანია, რეგიონმა უმოკლეს ვადებში მიიღოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნარჩენების განთავსების ობიექტი", - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
მიწისქვეშა წყლების დაცვის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, ობიექტის მშენებლობაში ჩართულმა თურქულმა კონტრაქტორმა კომპანიამ "ატლას ინშაათი" ნიადაგის სამუშაოების ექსპერტთა ჯგუფი მოიწვია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს თიხის მასალის ექსპერტიზა და მისი დაგების შესაბამისი მეთოდოლოგიის შერჩევა.
ახალი ობიექტის მშენებლობა "მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამის" ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ციტატები სტატიიდან
„სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თიხის მასალის ხარისხის შემოწმებასა და მისი დაგების ტექნოლოგიის სწორად შერჩევას, რაც მიწისქვეშა წყლების დაცვისთვის უმნიშვნელოვანესია. სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ჩვენი მიზანია, რეგიონმა უმოკლეს ვადებში მიიღოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნარჩენების განთავსების ობიექტი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.