ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა

საკონსტიტუციო სასამართლო

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა გააპროტესტეს. მომიტინგეთა განცხადებით, მმართველი გუნდის ეს ქმედებები დემოკრატიასა და ევროინტეგრაციას აფერხებს და რუსული მოდელის რეჟიმის დამყარებას ემსახურება.

ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა
ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართაინტერპრესნიუსი

ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

შეკრებილები საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას გამოეხმაურნენ.

მათი თქმით, აღნიშნული პროცესი ქვეყანაში დემოკრატიულ განვითარებასა და ევროინტეგრაციას აფერხებს, ასევე, სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს.

შეკრებილებმა ადგილზე საპროტესტო ტრანსპარანტები გამოფინეს ლოზუნგებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“ და „რუსეთი ოკუპანტია!“.

აქციის ორგანიზატორებისა და მომიტინგეების განცხადებით, მმართველი გუნდის ქმედებები ქვეყანაში „ავტორიტარული და რუსული მოდელის რეჟიმის“ დამყარების მცდელობაა.

„საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა საქართველოს დემოკრატიულ პროცესებს აფერხებს. ქვეყანაში რუსული რეჟიმია, რომელიც ქართველმა ხალხმა უნდა გაისტუმროს და დაიცვას ჩვენი ევროპული მომავალი“, - აღნიშნა აქციის ერთ - ერთმა მონაწილება

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა საქართველოს დემოკრატიულ პროცესებს აფერხებს. ქვეყანაში რუსული რეჟიმია, რომელიც ქართველმა ხალხმა უნდა გაისტუმროს და დაიცვას ჩვენი ევროპული მომავალი“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან ხუთი ოპოზიციური ძალის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვის პარალელურად საპროტესტო აქცია დაანონსდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები