პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის პარალელურად აქცია მიმდინარეობს

საკონსტიტუციო სასამართლო

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ოპოზიცია პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას აპროტესტებს. აქციის მონაწილეთა მტკიცებით, ამ სარჩელით ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას ცივილიზებულ სამყაროს აშორებს და სასამართლოს მხრიდან ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილება დემოკრატიას დაასამარებს.

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის პარალელურად აქცია მიმდინარეობს
ინტერპრესნიუსი

ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ.

საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეკრებილები პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საბოლოოდ აშორებს ცივილიზებულ სამყაროს. მათივე თქმით, არსებობს საფრთხე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი გადაწყვეტილებას ხელისუფლების სასარგებლოდ მიიღებს და „ქვეყანაში დემოკრატიას დაასამარებს“.

აქციის მონაწილეებმა სასამართლოს შენობასთან მონიტორი განათავსეს, სადაც სხდომის მიმდინარეობას პირდაპირ ეთერში აკვირდებიან. პარალელურად, ადგილზე კეთდება პოლიტიკური განცხადებები.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან ხუთი ოპოზიციური ძალის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვის პარალელურად საპროტესტო აქცია დაანონსდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები