პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნორვეგიაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, სტივ უიტკოფი სანქტ-პეტერბურგში გაემგზავრება

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ოსლოში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ სანქტ-პეტერბურგში გაემგზავრება, სადაც რუსეთის ხელმძღვანელობას შეხვდება, განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ.

ნორვეგიაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, სტივ უიტკოფი სანქტ-პეტერბურგში გაემგზავრება
ინტერპრესნიუსი

ნორვეგიაში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი სანქტ-პეტერბურგში გაემგზავრება.

ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტორემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტორემ აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი, სტივ უიტკოფი, რომელიც 20 ოქტომბერს ოსლოში უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, 21 ოქტომბერს სანქტ-პეტერბურგში გაემგზავრება.

“ის რუსეთის ხელმძღვანელობას შეხვდება და აზრებს გაცვლის ამ შეხვედრასთან და წინადადებებთან დაკავშირებით, რომლებზეც ევროპელი და ამერიკელი კოლეგები მუშაობდნენ, და, შესაძლოა, ნიადაგს მოამზადებს ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის”, - განაცხადა სტორემ.

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს, 20 ოქტომბერს, ოსლოში განხილულ იქნა საკითხები, რომლებიც “უკავშირებდა უკრაინის უსაფრთხოებას, ომის შემდეგ აყვავების გეგმას, ტერიტორიულ საკითხებს, სანქციების საკითხებს, და ასევე ევროპული უსაფრთხოების საკითხებს ომის დასრულების შემდეგ”.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ნეიტრალური 2
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმედია - სტივ უიტკოფი ნორვეგიაში ჩავიდა, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმედია - ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიის მეფეს შეხვდება
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ის რუსეთის ხელმძღვანელობას შეხვდება და აზრებს გაცვლის ამ შეხვედრასთან და წინადადებებთან დაკავშირებით, რომლებზეც ევროპელი და ამერიკელი კოლეგები მუშაობდნენ, და, შესაძლოა, ნიადაგს მოამზადებს ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის“
„უკავშირებდა უკრაინის უსაფრთხოებას, ომის შემდეგ აყვავების გეგმას, ტერიტორიულ საკითხებს, სანქციების საკითხებს, და ასევე ევროპული უსაფრთხოების საკითხებს ომის დასრულების შემდეგ“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
აშშ პუტინს ზელენსკისთან და ტრამპთან პირისპირ მოლაპარაკებებს შესთავაზებს - ოთხშაბათს სტივ უიტკოფი რუსეთში გაემგზავრებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები