ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უიტკოფი ოსლოსა და სანქტ-პეტერბურგის შეხვედრებზე: გაგრძელდება სამმხრივი მოლაპარაკებებით აშშ-ს, რუსეთსა და...

აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარგზავნილის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ოსლოსა და სანქტ-პეტერბურგში გამართული კონსტრუქციული დისკუსიები აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის ტექნიკურ დონეზე სამმხრივი მოლაპარაკებებით გაგრძელდება.

უიტკოფი ოსლოსა და სანქტ-პეტერბურგის შეხვედრებზე: გაგრძელდება სამმხრივი მოლაპარაკებებით აშშ-ს, რუსეთსა და...
უიტკოფი ოსლოსა და სანქტ-პეტერბურგის შეხვედრებზე: გაგრძელდება სამმხრივი მოლაპარაკებებით აშშ-ს, რუსეთსა და...ფოტო: Facebook · გამოყენების უფლება გადაამოწმეთ წყაროზე

"ეს დისკუსიები იყო კონსტრუქციული და გაგრძელდება სამმხრივი მოლაპარაკებებით აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის, ტექნიკურ დონეზე", - დაწერა 21 ოქტომბერს პლატფორმა X-ზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგანგებო წარგზავნილმა სტივ უიტკოფმა.

ის აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი კვლავაც "მდგრადი" მშვიდობისთვის იღვწის:

"იმ ფონზე, რომ საქმის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ წინ არის, პრეზიდენტი ტრამპი კვლავაც მოწადინებულია ომის დასრულებისთვის და ყოვლისმომცველი, მდგრადი მშვიდობის მიღწევისთვის, რომელიც მომავალ თაობებს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას მოუტანს".

სტივ უიტკოფი 20-21 ოქტომბერს ნორვეგიის დედაქალაქსა და რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში "ომის დასასრულებლად პრეზიდენტ ტრამპის მისიის პროგრესისთვის" გამართულ შეხვედრებს დადებითად აფასებს და აგრეთვე მადლობას უხდის რუსეთის პრეზიდენტს ამერიკის მოქალაქის - სტივ ჰაბარდის გათავისუფლებისთვის.

"სანქტ-პეტერბურგში შევხვდით პრეზიდენტ პუტინს, ოსლოში პრეზიდენტ ზელენსკისთან მიღწეული პროგრესის განსავითარებლად, სამშვიდობო ჩარჩოს განსახილველად და პრეზიდენტ პუტინისთვის მადლობის სათქმელად ამერიკის მოქალაქე სტივენ ჰაბარდის გათავისუფლების გამო".

სტივ უიტკოფმა პირისპირ, ჯარედ კუშნერმა კი დისტანციურად მიიღეს მონაწილეობა ოსლოსა და სანქტ-პეტერბურგში გამართულ შეხვედრებში. ოსლოში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობდნენ აგრეთვე ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი, ნორვეგიის პრემიერმინისტრი იონას გარ სტორი და ევროპის რამდენიმე ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს დისკუსიები იყო კონსტრუქციული და გაგრძელდება სამმხრივი მოლაპარაკებებით აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის, ტექნიკურ დონეზე“
სტივ უიტკოფი
„იმ ფონზე, რომ საქმის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ წინ არის, პრეზიდენტი ტრამპი კვლავაც მოწადინებულია ომის დასრულებისთვის და ყოვლისმომცველი, მდგრადი მშვიდობის მიღწევისთვის, რომელიც მომავალ თაობებს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას მოუტანს“
„სანქტ-პეტერბურგში შევხვდით პრეზიდენტ პუტინს, ოსლოში პრეზიდენტ ზელენსკისთან მიღწეული პროგრესის განსავითარებლად, სამშვიდობო ჩარჩოს განსახილველად და პრეზიდენტ პუტინისთვის მადლობის სათქმელად ამერიკის მოქალაქე სტივენ ჰაბარდის გათავისუფლების გამო“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სტივ უიტკოფი სანქტ-პეტერბურგში გაემგზავრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები