ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აშშ პუტინს ზელენსკისთან და ტრამპთან პირისპირ მოლაპარაკებებს შესთავაზებს - ოთხშაბათს სტივ უიტკოფი რუსეთში გაემგზავრება

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ვლადიმერ პუტინს დონალდ ტრამპთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირდაპირ მოლაპარაკებებს შესთავაზებს ცეცხლის შეწყვეტის მიზნით. სამმხრივი სამიტის ინიციატივის შესახებ ოსლოში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

აშშ პუტინს ზელენსკისთან და ტრამპთან პირისპირ მოლაპარაკებებს შესთავაზებს - ოთხშაბათს სტივ უიტკოფი რუსეთში გაემგზავრება
აშშ პუტინს ზელენსკისთან და ტრამპთან პირისპირ მოლაპარაკებებს შესთავაზებს - ოთხშაბათს სტივ უიტკოფი რუსეთში გაემგზავრებარუსთავი 2

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ვლადიმერ პუტინს, დონალდ ტრამპთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირდაპირ მოლაპარაკებებს შესთავაზებს, რათა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიონ.

სამმხრივი მოლაპარაკებების წინადადება, რომელიც სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ისახავს მიზნად, ნორვეგიაში ზელენსკისა და უიტკოფს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. თუ ეს შეხვედრა შედგება, ის პირველი ასეთი სამიტი იქნება 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ, რომელმაც მოლაპარაკებებს უმასპინძლა, განაცხადა, რომ უიტკოფი ოთხშაბათს რუსეთში გაემგზავრება და წარადგენს სამშვიდობო პირობებს, მათ შორის - ლიდერთა სამმხრივი სამიტის იდეას.

ოსლოში გამართულ შეხვედრას წინ უძღოდა უკრაინასა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის რამდენიმედღიანი დაძაბულობა.

"დღეს, შეიძლება ითქვას, კარგი და კონსტრუქციული მოლაპარაკებები გავმართეთ, რაც გასული კვირის მოვლენების შემდეგ აუცილებელი იყო. ხვალ სტივ უიტკოფი სანქტ-პეტერბურგში გაემგზავრება, სადაც რუსეთის ხელმძღვანელობას შეხვდება. ის მათ გააცნობს დღევანდელ შეხვედრაზე განხილულ იდეებსა და ევროპელი თუ ამერიკელი კოლეგების მიერ შემუშავებულ წინადადებებს; შესაძლოა, ამან გზა გაუხსნას ლიდერთა დონეზე შეხვედრის გამართვას," - განუცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ.

პუტინისა და ზელენსკის პირისპირ შეხვედრის ორგანიზების წინა მცდელობები უშედეგოდ დასრულდა. კრემლი ბოლოს აცხადებდა, რომ შეხვედრა მხოლოდ მოსკოვში შეიძლებოდა გამართულიყო.

ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დღევანდელი დღე პოზიტიური იყო. მისი თქმით, უკრაინის ტერიტორიების მომავალთან დაკავშირებული საკითხების განხილვა მხოლოდ ლიდერებს შეუძლიათ, ხოლო ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უსაფრთხოების რეალურ გარანტიებს მოითხოვს. მან აღნიშნა, რომ შეთანხმება მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი შემუშავების პროცესში უკრაინაც მიიღებს მონაწილეობას.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს, შეიძლება ითქვას, კარგი და კონსტრუქციული მოლაპარაკებები გავმართეთ, რაც გასული კვირის მოვლენების შემდეგ აუცილებელი იყო. ხვალ სტივ უიტკოფი სანქტ-პეტერბურგში გაემგზავრება, სადაც რუსეთის ხელმძღვანელობას შეხვდება. ის მათ გააცნობს დღევანდელ შეხვედრაზე განხილულ იდეებსა და ევროპელი თუ ამერიკელი კოლეგების მიერ შემუშავებულ წინადადებებს; შესაძლოა, ამან გზა გაუხსნას ლიდერთა დონეზე შეხვედრის გამართვას,“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მედია - სტივ უიტკოფი ნორვეგიაში ჩავიდა, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები