პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ნორვეგიას ეწვევა

ვოლოდიმირ ზელენსკი ომისა და უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებისთვის ნორვეგიას ეწვევა და პრემიერ იონას გარ სტორესა და ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს შეხვდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ნორვეგიას ეწვევა
ინტერპრესნიუსი

ვოლოდიმირ ზელენსკი ომისა და ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებისთვის დღეს ნორვეგიას ეწვევა, - ინფორმაციას Reuters-ი ნორვეგიისა და ფინეთის მთავრობებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან მომენტში ნორვეგიასა და ფინეთს მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევის ფარგლებში შეხვედრის ორგანიზება სთხოვა“, - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტორემ.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტორე და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი ოსლოში შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციას გამართავენ.

შეხვედრის ჩატარება დაადასტურა ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმაც.

ნორვეგიისა და ფინეთის მთავრობებს არ დაუკონკრეტებიათ, მიიღებენ თუ არა დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას აშშ-ის ან ევროპული ქვეყნების დელეგაციები.

ცნობისთვის, მანამდე Reuters-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მიმდინარე კვირაში ნორვეგიას ეწვევა და უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპელი წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურივოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიაში სტივ უიტკოფს ხვდება
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან მომენტში ნორვეგიასა და ფინეთს მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევის ფარგლებში შეხვედრის ორგანიზება სთხოვა“
იონას გარ სტორე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზელენსკი გუნდთან ერთად ნორვეგიაში ჩავიდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები