საფრანგეთის შს მინისტრი - ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე ევროპული ქვეყანა საარჩევნო კონტექსტში განხორციელებული მასშტაბური საინფორმაციო მანიპულაციის გავლენის ქვეშ მოექცა - საქართველო, მოლდოვა, გერმანია, გაერთიანებული სამეფო
საფრანგეთის შს მინისტრ ლორან ნუნიესის განცხადებით, ბოლო თვეებში საქართველო, მოლდოვა, გერმანია და ბრიტანეთი საარჩევნო კონტექსტში მასშტაბური საინფორმაციო მანიპულაციის ქვეშ მოექცა. მისი თქმით, დემოკრატიების დესტაბილიზაციისთვის ხალხის დარწმუნებაც კმარა, თითქოს არჩევნები გაყალბდა.

ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე ევროპული ქვეყანა საარჩევნო კონტექსტში განხორციელებული მასშტაბური საინფორმაციო მანიპულაციის გავლენის ქვეშ მოექცა - საქართველო, მოლდოვა, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, - ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა საფრანგეთის სენატში განაცხადა.
სენატში გამართულ პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, განიხილებოდა ფრანგმა მინისტრმა ისაუბრა საფრთხეებზე, რომელიც გარე ჩარევას უკავშირდება და რამდენიმე ქვეყნის მაგალითი მოიყვანა.
მანამდე, ლორან ნუნიესმა განმარტა, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს სპეციალურ სასამართლო პროცედურას, რომელიც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს, ოპერატიულად მოითხოვოს ისეთი ყალბი ინფორმაციის წაშლა, რომელიც საფრთხეს უქმნის ერის ფუნდამენტურ ინტერესებს.
მისივე თქმით, ეჭვგარეშეა, რომ ქვეყნის უსაფრთხოება არა მხოლოდ ქვეყანის საზღვრებში, არამედ ციფრულ სამყაროშიც ირკვევა.
“დღეს, ეჭვი აღარ არსებობს, რომ ერის უსაფრთხოება ირკვევა არა მხოლოდ მის საზღვრებში ან ქუჩებში. ის ასევე ირკვევა ციფრულ სივრცეში, სადაც ჩვენი ზოგიერთი მოსაზრება და დემოკრატიული არჩევანი ახლა ყალბდება”, - განაცხადა ნუნიესმა.
მისივე თქმით, „ევროპული დემოკრატიები უკვე რამდენიმე წელია ჩარევის სტრატეგიების წინაშე დგანან, რომელთა მიზანია დემოკრატიული პროცესების ცვლილება და ინსტიტუტებისადმი ნდობის შესუსტება”.
მან ამ კონტექსტში საარჩევნო მანიპულაციებზე საუბრისას სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოც ახსენა.
„ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე ევროპული ქვეყანა საარჩევნო კონტექსტში განხორციელებული მასშტაბური საინფორმაციო მანიპულაციის გავლენის ქვეშ მოექცა - საქართველო, მოლდოვა, გერმანია, გაერთიანებული სამეფო. 2024 წლის 6 დეკემბერს რუმინეთში საკონსტიტუციო სასამართლომ უცხოური ჩარევისა და ონლაინ ინფორმაციის მასიური მანიპულაციის ეჭვების ფონზე ბათილად ცნო საპრეზიდენტო არჩევნები“,- განაცხადა ნუნიესმა.
ამასთან, საკუთარ გამოსვლაში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მათთვის, ვინც დემოკრატიების შესუსტებას ცდილობს, მხოლოდ არჩევნების ორგანიზებაში ჩარევა საჭირო არ არის, ისიც საკმარისია, ხალხს დააჯერონ, რომ ის გაყალბდა.
„მათთვის, ვინც ჩვენი დემოკრატიების დესტაბილიზაციას ცდილობს, საჭირო არაა არჩევნების ორგანიზებაში ჩარევა ან მისი შედეგების შეცვლა. საკმარისია ხალხს დააჯერონ, რომ ის გაყალბდა. შედეგად, ეჭვი პოლიტიკური იარაღი ხდება და მოქალაქეების ინსტიტუტებისადმი ნდომა ამის პირველი მსხვერპლია”, - განაცხადა მან.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2საფრანგეთის შს მინისტრი: ევროპის რამდენიმე ქვეყანა საარჩევნო პროცესების დროს ინფორმაციის მასშტაბური მანიპულაციის მსხვერპლი გახდა. მათ შორის არის საქართველო - საკმარისია, საზოგადოებას დააჯერონ, რომ არჩევნები გაყალბდა
- POSTVსაფრანგეთის შს მინისტრი ლორან ნუნიესი: „ევროპის რამდენიმე ქვეყანა საარჩევნო პროცესების დროს ინფორმაციის მასშტაბური მანიპულაციის მსხვერპლი გახდა. მათ შორის არის საქართველო- საკმარისია, საზოგადოებას დააჯერონ, რომ არჩევნები გაყალბდა. ამ დროს ეჭვი პოლიტიკურ იარაღად იქცევა, ხოლო პირველი მსხვერპლი მოქალაქეების ნდობაა საკუთარი ინსტიტუტების მიმართ“
- პირველი არხილორან ნუნიესი – ბოლო თვეებში ევროპის რამდენიმე ქვეყანა არჩევნების პერიოდში ინფორმაციის მასშტაბური მანიპულაციის სამიზნე გახდა, მათ შორისაა საქართველო, მოლდოვა, გერმანია და გაერთიანებული სამეფო
ციტატები სტატიიდან
„დღეს, ეჭვი აღარ არსებობს, რომ ერის უსაფრთხოება ირკვევა არა მხოლოდ მის საზღვრებში ან ქუჩებში. ის ასევე ირკვევა ციფრულ სივრცეში, სადაც ჩვენი ზოგიერთი მოსაზრება და დემოკრატიული არჩევანი ახლა ყალბდება“
„ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე ევროპული ქვეყანა საარჩევნო კონტექსტში განხორციელებული მასშტაბური საინფორმაციო მანიპულაციის გავლენის ქვეშ მოექცა - საქართველო, მოლდოვა, გერმანია, გაერთიანებული სამეფო. 2024 წლის 6 დეკემბერს რუმინეთში საკონსტიტუციო სასამართლომ უცხოური ჩარევისა და ონლაინ ინფორმაციის მასიური მანიპულაციის ეჭვების ფონზე ბათილად ცნო საპრეზიდენტო არჩევნები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.