ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რატი იონათამიშვილი – საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოსვლაში საქართველოს მაგალითი მოიყვანა, მოხდა იმის აღიარება, რომ გარე ძალები უხეშად და უსამართლოდ ერეოდნენ ქვეყნის შიდა პროცესებში

საქართველოს პარლამენტი

რატი იონათამიშვილის მტკიცებით, საფრანგეთის შს მინისტრის გამოსვლა ადასტურებს, რომ გარე ძალები საქართველოს შიდა პროცესებში ერეოდნენ. მან ემანუელ მაკრონი ორმაგ სტანდარტებსა და სხვა ქვეყნებში ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულა.

რატი იონათამიშვილი – საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოსვლაში საქართველოს მაგალითი მოიყვანა, მოხდა იმის აღიარება, რომ გარე ძალები უხეშად და უსამართლოდ ერეოდნენ ქვეყნის შიდა პროცესებში
რატი იონათამიშვილი – საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოსვლაში საქართველოს მაგალითი მოიყვანა, მოხდა იმის აღიარება, რომ გარე ძალები უხეშად და უსამართლოდ ერეოდნენ ქვეყნის შიდა პროცესებშიპირველი არხი

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს არგუმენტები სჭირდებოდა, თუ რატომ უნდა დაიცვას ფრანგული დემომრატია გარე ჩარევებისგან და მანიპილაციისგან, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში საქართველოს მაგალითი მოიყვანა, რითაც იმის აღიარება მოხდა, რომ გარე ძალები უხეშად და უსამართლოდ ერეოდნენ საქართველოს შიდა პროცესებში.

„ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას სწორედ დეზინფორმაციით და მანიპულაციით ცდილობდნენ. არ უნდოდათ, მოქალაქე ინფორმირებული ყოფილიყო, რადგან ინფორმირებული მოქალაქე დაზღვეულია დეზინფორმაციისგან. კარგია, რომ ეს არგუმენტები მოჰყავთ. როგორც ჩანს, საქართველოს პარლამენტის საქმიანობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. გვახსოვს, მაკრონი საქარღველოს შიდა საქმეებში როგორ ერეოდა და უსაფუძვლო განცხადებრბს აკეთებდა. დძრეს, როცა პარიზის ქუჩებია ვანდალიზმისა და ძალადობის ქვეშ, ეს ყველაფერი არ მოსწონს. სწორედ ასეთმა დამოკიდებულებამ და მისმა ორმაგმა სტანდარტმა განაპირობა, რომ მაკრონის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა საფრანგეთში და ფაქტობრივად, ელექტორალური მხარდაჭერა აღარ გააჩნია. ეს ადამიანები არათუ გულწრფელები არ იყვნენ, არამედ სხვა ქვეყნებში ძალადობას და ვანდალიზმს ახალისებდნენ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა ქვეყნის სენატის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ჩვენი დემოკრატიების დესტაბილიზაცია ვისაც სურს, არჩევნებში ჩარევა ან შედეგების შეცვლა არ სჭირდებათ, საკმარისია, საზოგადოებას დააჯერონ, რომ არჩევნები მანიპულირებული იყო“. მინისტრმა საქართველოს მაგალითი გაიხსენა: „ბოლო თვეებში ევროპის რამდენიმე ქვეყანა არჩევნების პერიოდში ინფორმაციის მასშტაბური მანიპულაციის სამიზნე გახდა. მათ შორისაა საქართველო, მოლდოვა, გერმანია და გაერთიანებული სამეფო“.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას სწორედ დეზინფორმაციით და მანიპულაციით ცდილობდნენ. არ უნდოდათ, მოქალაქე ინფორმირებული ყოფილიყო, რადგან ინფორმირებული მოქალაქე დაზღვეულია დეზინფორმაციისგან. კარგია, რომ ეს არგუმენტები მოჰყავთ. როგორც ჩანს, საქართველოს პარლამენტის საქმიანობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. გვახსოვს, მაკრონი საქარღველოს შიდა საქმეებში როგორ ერეოდა და უსაფუძვლო განცხადებრბს აკეთებდა. დძრეს, როცა პარიზის ქუჩებია ვანდალიზმისა და ძალადობის ქვეშ, ეს ყველაფერი არ მოსწონს. სწორედ ასეთმა დამოკიდებულებამ და მისმა ორმაგმა სტანდარტმა განაპირობა, რომ მაკრონის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა საფრანგეთში და ფაქტობრივად, ელექტორალური მხარდაჭერა აღარ გააჩნია. ეს ადამიანები არათუ გულწრფელები არ იყვნენ, არამედ სხვა ქვეყნებში ძალადობას და ვანდალიზმს ახალისებდნენ“
რატი იონათამიშვილი
„ჩვენი დემოკრატიების დესტაბილიზაცია ვისაც სურს, არჩევნებში ჩარევა ან შედეგების შეცვლა არ სჭირდებათ, საკმარისია, საზოგადოებას დააჯერონ, რომ არჩევნები მანიპულირებული იყო“
ლორან ნუნიესი
„ბოლო თვეებში ევროპის რამდენიმე ქვეყანა არჩევნების პერიოდში ინფორმაციის მასშტაბური მანიპულაციის სამიზნე გახდა. მათ შორისაა საქართველო, მოლდოვა, გერმანია და გაერთიანებული სამეფო“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთის შს მინისტრი ლორან ნუნიესი: „ევროპის რამდენიმე ქვეყანა საარჩევნო პროცესების დროს ინფორმაციის მასშტაბური მანიპულაციის მსხვერპლი გახდა. მათ შორის არის საქართველო- საკმარისია, საზოგადოებას დააჯერონ, რომ არჩევნები გაყალბდა. ამ დროს ეჭვი პოლიტიკურ იარაღად იქცევა, ხოლო პირველი მსხვერპლი მოქალაქეების ნდობაა საკუთარი ინსტიტუტების მიმართ“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები