ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლორან ნუნიესი – ბოლო თვეებში ევროპის რამდენიმე ქვეყანა არჩევნების პერიოდში ინფორმაციის მასშტაბური მანიპულაციის სამიზნე გახდა, მათ შორისაა საქართველო, მოლდოვა, გერმანია და გაერთიანებული სამეფო

საკონსტიტუციო სასამართლო

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ლორან ნუნიესის განცხადებით, არჩევნებისას ინფორმაციის მასშტაბური მანიპულაციის სამიზნე რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საქართველოც გახდა. მისი თქმით, დესტაბილიზაციის მსურველებს შედეგების შეცვლა არ სჭირდებათ, საკმარისია ხალხს არჩევნების გაყალბება დააჯერონ.

ლორან ნუნიესი – ბოლო თვეებში ევროპის რამდენიმე ქვეყანა არჩევნების პერიოდში ინფორმაციის მასშტაბური მანიპულაციის სამიზნე გახდა, მათ შორისაა საქართველო, მოლდოვა, გერმანია და გაერთიანებული სამეფო
ლორან ნუნიესი – ბოლო თვეებში ევროპის რამდენიმე ქვეყანა არჩევნების პერიოდში ინფორმაციის მასშტაბური მანიპულაციის სამიზნე გახდა, მათ შორისაა საქართველო, მოლდოვა, გერმანია და გაერთიანებული სამეფოპირველი არხი

ბოლო თვეებში ევროპის რამდენიმე ქვეყანა არჩევნების პერიოდში ინფორმაციის მასშტაბური მანიპულაციის სამიზნე გახდა. მათ შორისაა საქართველო, მოლდოვა, გერმანია და გაერთიანებული სამეფო, – ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა სენატის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროპულ ქვეყნებში ბოლო წლებში გაქტიურებული უცხოური ჩარევის მცდელობების მიზანია დემოკრატიული პროცესების დაზიანება და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის შესუსტება.

„ბოლო თვეებში ევროპის რამდენიმე ქვეყანა არჩევნების პერიოდში ინფორმაციის მასშტაბური მანიპულაციის სამიზნე გახდა. მათ შორისაა საქართველო, მოლდოვა, გერმანია და გაერთიანებული სამეფო. რუმინეთში საკონსტიტუციო სასამართლომ 2024 წლის 6 დეკემბერს საპრეზიდენტო არჩევნები გააუქმა უცხოურ ჩარევასა და ინტერნეტში ინფორმაციის მასშტაბურ მანიპულაციასთან დაკავშირებული ეჭვების ფონზე. საფრანგეთი შეცდებოდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდე ექვსი თვით ადრე თავი დაცულად რომ მიეჩნია“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, საფრანგეთი მტრული ძალებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნეა ქვეყნის დიპლომატიური გავლენის, ევროპული ჩართულობისა და საერთაშორისო ასპარეზზე დაკავებული ადგილის გამო.

„ეს ქმედებები განსაკუთრებით სახიფათოა, რადგან მათი განხორციელება შედარებით მარტივია. მათ, ვისაც ჩვენი დემოკრატიების დესტაბილიზაცია სურს, არჩევნების ორგანიზებაში ჩარევა ან, მით უმეტეს, შედეგების შეცვლა არ სჭირდებათ. საკმარისია, საზოგადოებას დააჯერონ, რომ არჩევნები მანიპულირებული იყო. ასეთ დროს ეჭვი პოლიტიკურ იარაღად იქცევა, ხოლო პირველი მსხვერპლი მოქალაქეების ნდობაა საკუთარი ინსტიტუტების მიმართ“, – განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბოლო თვეებში ევროპის რამდენიმე ქვეყანა არჩევნების პერიოდში ინფორმაციის მასშტაბური მანიპულაციის სამიზნე გახდა. მათ შორისაა საქართველო, მოლდოვა, გერმანია და გაერთიანებული სამეფო. რუმინეთში საკონსტიტუციო სასამართლომ 2024 წლის 6 დეკემბერს საპრეზიდენტო არჩევნები გააუქმა უცხოურ ჩარევასა და ინტერნეტში ინფორმაციის მასშტაბურ მანიპულაციასთან დაკავშირებული ეჭვების ფონზე. საფრანგეთი შეცდებოდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდე ექვსი თვით ადრე თავი დაცულად რომ მიეჩნია“
„ეს ქმედებები განსაკუთრებით სახიფათოა, რადგან მათი განხორციელება შედარებით მარტივია. მათ, ვისაც ჩვენი დემოკრატიების დესტაბილიზაცია სურს, არჩევნების ორგანიზებაში ჩარევა ან, მით უმეტეს, შედეგების შეცვლა არ სჭირდებათ. საკმარისია, საზოგადოებას დააჯერონ, რომ არჩევნები მანიპულირებული იყო. ასეთ დროს ეჭვი პოლიტიკურ იარაღად იქცევა, ხოლო პირველი მსხვერპლი მოქალაქეების ნდობაა საკუთარი ინსტიტუტების მიმართ“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთის შს მინისტრი ლორან ნუნიესი: „ევროპის რამდენიმე ქვეყანა საარჩევნო პროცესების დროს ინფორმაციის მასშტაბური მანიპულაციის მსხვერპლი გახდა. მათ შორის არის საქართველო- საკმარისია, საზოგადოებას დააჯერონ, რომ არჩევნები გაყალბდა. ამ დროს ეჭვი პოლიტიკურ იარაღად იქცევა, ხოლო პირველი მსხვერპლი მოქალაქეების ნდობაა საკუთარი ინსტიტუტების მიმართ“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები