ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რას მოიცავს Anthropic-ის და Nscale-ის $45-მილიარდიანი გარიგება?

Anthropic-მა და Nscale-მა $45 მილიარდის ღირებულების ახალ გარიგებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს. Anthropic-ის განმარტებით, Claude AI-სთვის არსებული მონაცემთა ცენტრები და სიმძლავრეები აღარ კმარა.

რას მოიცავს Anthropic-ის და Nscale-ის $45-მილიარდიანი გარიგება?
რას მოიცავს Anthropic-ის და Nscale-ის $45-მილიარდიანი გარიგება?BM.GE

Nscale-მა და Anthropic-მა $45 მილიარდის ღირებულების ახალ გარიგებაზე დაიწყეს მოლაპარაკებები. როგორც ირკვევა, მონაცემთა ცენტრების დეველოპერი კომპანია ხელოვნური ინტელექტის სტარტაპს დამატებით გამოთვლით სიმძლავრეებს მიაწვდის. არსებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურა დასავლეთ ვირჯინიაში მდებარე Monarch-ის კამპუსის მეორე შენობაში განთავსდება.

Reuters-ის ცნობით, Monarch-ის ახალ ობიექტს 460 მეგავატის გამოთვლითი სიმძლავრე ექნება. სისტემა Nvidia-ს უახლესი Vera Rubin-ის ჩიპებზე იმუშავებს. ამასთან, კამპუსში დაგეგმილი მესამე შენობისთვის Anthropic-ი უპირატესი შესყიდვის უფლებას მიიღებს.

შეგახსენებთ, აგვისტოში Anthropic-მა Nscale-თან $45 მილიარდის შეთანხმება უკვე გააფორმა. AI-ბუმის ფონზე, ბოლო პერიოდში Nscale-ის კონტრაქტების საერთო ღირებულება $103 მილიარდამდე გაიზარდა.

Anthropic-ის განცხადებით, ახალი კონტრაქტების გაფორმება იმიტომაა საჭირო, რომ Claude AI-ის გამოსაკვებად ამჟამად არსებული მონაცემთა ცენტრები და გამოთვლითი სიმძლავრეები საკმარისი აღარ არის.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
Anthropic AI საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის აქციების 5%-ს გასცემსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები