Anthropic AI საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის აქციების 5%-ს გასცემს
Anthropic-ი საზოგადოებრივი კეთილდღეობის ახალი ფონდისთვის აქციების 5%-ს გამოყოფს, ხოლო დამფუძნებლებისა და თანამშრომელთა წილის გათვალისწინებით, საქველმოქმედო მიზნებს კომპანიის დაახლოებით 20% მოხმარდება. ამასთან, სტარტაპი ისტორიაში უმსხვილესი, $2-ტრილიონიანი IPO-სთვის ემზადება.

Claude AI-ის შემქმნელი ამერიკული ტექნოლოგიური სტარტაპი Anthropic-ი საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის შექმნილი ახალი ფონდისთვის საკუთარი აქციების 5%-ს გამოყოფს.
როგორც ირკვევა, ფონდი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სტატუსით შეიქმნება და საბაზრო კაპიტალიზაციის ყოველი 50%-იანი ზრდის შემდეგ დამატებით 2%-იან წილს მიიღებს.
თანადამფუძნებლების მიერ საკუთარი წილის 80%-ის ქველმოქმედებაში გადაცემის პირობისა და თანამშრომელთა შემოწირულებების გათვალისწინებით, ჯამში Anthropic-ის აქციების დაახლოებით 20% საზოგადოებრივ მიზნებს მოხმარდება, თუმცა თავად ეს პროცესი სტარტაპის ზრდაზე იქნება დამოკიდებული.
Anthropic-ის განმარტებით, ინიციატივა მიზნად ისახავს არაკომერციული ორგანიზაციების დაფინანსებას, მოწყვლადი ჯგუფების პირდაპირ დახმარებასა და შრომის ბაზარზე ხელოვნური ინტელექტის უარყოფითი გავლენის შერბილებას. პარალელურად, ეს რესურსი შრომითი ბაზრის ცვლილებების შესასწავლად მანამდე გამოყოფილ $200 მილიონს დაემატება.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, Anthropic-ი ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის ემზადება. ანალიტიკოსების პროგნოზით, სტარტაპის IPO-ს მოცულობა $2 ტრილიონს მიაღწევს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.