ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Anthropic-ის შემოსავალი მესამე კვარტალში 45%-ით, $16.8 მილიარდამდე გაიზარდა

BBC-ის ცნობით, Anthropic-ის შემოსავალი მესამე კვარტალში 45%-ით გაიზარდა და $16.8 მილიარდს მიაღწია. ჩეთბოტ Claude-ის შემქმნელი კომპანია მოგებაზე ზედიზედ მეორე კვარტალში გავიდა და საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებას წლის ბოლომდე გეგმავს.

Anthropic-ის შემოსავალი მესამე კვარტალში 45%-ით, $16.8 მილიარდამდე გაიზარდა
Anthropic-ის შემოსავალი მესამე კვარტალში 45%-ით, $16.8 მილიარდამდე გაიზარდაBM.GE

BBC-ის ინფორმაციით, ხელოვნური ინტელექტის გიგანტის, Anthropic-ის შემოსავალი სექტემბრის ბოლოს დასრულებულ სამთვიან პერიოდში 45%-ით გაიზარდა და $16.8 მილიარდს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის მაჩვენებლები მიმდინარე წელს ისედაც სტაბილურად უმჯობესდებოდა: პირველ კვარტალში მიღებული $4.7 მილიარდი მომდევნო პერიოდში $11.6 მილიარდამდე გაიზარდა.

როგორც ირკვევა, ჩეთბოტ Claude-ის შემქმნელმა ყველა ეს მონაცემი სან-ფრანცისკოს სათავო ოფისში გამართულ შეხვედრაზე პოტენციურ ინვესტორებს გააცნო. პარალელურად, ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ კომპანია მოგებაზე ზედიზედ მეორე კვარტალში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ Anthropic-ი ფინანსური ანგარიშებს წინასწარ საფონდო ბირჟაზე გასვლის ფონზე ავრცელებს. ამ ფორმით დარიო ამოდეის სტარტაპი ცდილობს, მეტი ინვესტორი მოიზიდოს და პოტენციური კლიენტები კომპანიის ეფექტურობასა და მოგებიანობაში დაარწმუნოს. არსებული ინფორმაციით, Anthropic-ი საფონდო ბირჟაზე დალისტვას წლის ბოლომდე გეგმავს.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
Anthropic-მა ამერიკულ საფონდო ბირჟაზე IPO-ს კონფიდენციალური განაცხადი წარადგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები