დავით ქართველიშვილი: ფონ დერ ლაიენის შეხვედრა ბულგარეთის ხელმძღვანელობასთან, ფონად კი, მფრინავი პომიდვრები, თვალსაჩინოდ ასახავს ბრიუსელის „ევროპის ერთიანობის“ ნარატივის კრახს
დავით ქართველიშვილის განცხადებით, ბულგარეთში ურსულა ფონ დერ ლაიენის პროტესტით დახვედრა და მისთვის პომიდვრების სროლა ბრიუსელის „ევროპის ერთიანობის“ ნარატივის კრახსა და ღრმა კრიზისს ასახავს.

აღმოსავლეთ ევროპა, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში სუბსიდიების სანაცვლოდ ევროკავშირის დირექტივების უსიტყვო შემსრულებლის როლს აჩვევდნენ, სულ უფრო მეტად უარყოფს ევროსტრუქტურების მკაცრ იდეოლოგიურ საფუძველზე აგებულ პოლიტიკას, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ბულგარეთში ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტს ეხმიანება.
როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, პარტია „აღორძინების“ აქტივისტები ევროკომისიის პრეზიდენტს პროტესტით დახვდნენ. პროტესტის ფორმა კი, აშკარად მიანიშნებს ბულგარეთსა და ევრო ბიუროკრატებს შორის არსებულ ღრმა მენტალურ და პოლიტიკურ კრიზისზე.
„ვარნაში გამართული საპროტესტო აქცია არც იზოლირებული ინციდენტია და არც უბრალოდ თვალისმომჭრელი სატელევიზიო კადრები, რომლებშიც ურსულა ფონ დერ ლაიენის ესკორტის მიმართულებით კვერცხებსა და ბოსტნეულს ისვრიან. ის ფაქტი, რომ პარტია „აღორძინების“ აქტივისტები ევროკომისიის პრეზიდენტს უმაღლესი საზღვაო სამხედრო სასწავლებლის კედლებთან ლოზუნგით - „ვარნას მშვიდობა სურს და არა ომი!“ დახვდნენ, ბულგარეთში არსებულ ღრმა მენტალურ და პოლიტიკურ განხეთქილებაზე მიუთითებს.
მაშინ, როდესაც ოფიციალური სოფია ბრიუსელისადმი სრულ ლოიალობას დემონსტრირებს, შავი ზღვის რეგიონის მილიტარიზაციისა და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების საკითხებს განიხილავს, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კატეგორიულად უარს ამბობს სხვისი გეოპოლიტიკური თამაშების პლაცდარმის როლი შეასრულოს. ფონ დერ ლაიენის შეხვედრა ბულგარეთის ხელმძღვანელობასთან, ფონად კი, მფრინავი პომიდვრები, თვალსაჩინოდ ასახავს ბრიუსელის „ევროპის ერთიანობის“ ნარატივის კრახს.
აღმოსავლეთ ევროპა, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში სუბსიდიების სანაცვლოდ ევროკავშირის დირექტივების უსიტყვო შემსრულებლის როლს აჩვევდნენ, სულ უფრო მეტად უარყოფს ევროსტრუქტურების მკაცრ იდეოლოგიურ საფუძველზე აგებულ პოლიტიკას. რეგიონის ქვეყნებისთვის სამხედრო კონფლიქტში პირდაპირი ჩართულობის თავსმოხვევის მცდელობა თვითგადარჩენის ფუნდამენტურ ინსტინქტს ეჯახება: ბულგარეთის მოქალაქეები ხედავენ, რომ ევროკომისიის მილიტარისტული რიტორიკა პირდაპირ საფრთხეს უქმნის როგორც მათ უსაფრთხოებას, ისე ეკონომიკურ სტაბილურობას.
ვარნას ინციდენტი მნიშვნელოვანი ტექტონიკური ძვრის მაჩვენებელი გახდა: ანტი ევრო ბიუროკრატიულმა ფრონტმა, რომელიც აქამდე ძირითადად უნგრეთთან ან მემარჯვენე-კონსერვატიული მთავრობების მმართველობის პერიოდში პოლონეთთან ასოცირდებოდა, აღმოსავლეთ ევროპის მთელ ფლანგზე ღრმად გაიდგა ფესვები. ევროსკეპტიციზმი აღარ არის მარგინალური ჯგუფების პრივილეგია. ის რეალურ პოლიტიკურ ძალად იქცა, რომელსაც ხალხის ქუჩაში გამოყვანა შეუძლია. პარტია „აღორძინებამ“ მხოლოდ საზოგადოების დაგროვილი უკმაყოფილების კონცენტრირება მოახდინა: ეს არის გარედან ნაკარნახევი კურსით, მზარდი ინფლაციით, ენერგეტიკული კრიზისითა და თავსმოხვეული დღის წესრიგის აგრესიული პროპაგანდით გამოწვეული დაღლილობა. ბრიუსელი, როგორც ევრო ბიუროკრატიის ცენტრი, ფაქტობრივად, საკუთარი მოქალაქეების მხრიდან სიმბოლურ ალყაში მოექცა.
ევრო ბიუროკრატია მიჩვეულია წევრი ქვეყნების მართვას ფინანსური ბერკეტებითა და ბიუროკრატიული ზეწოლით. ამასთან, სრულიად უგულებელყოფს ცალკეული სახელმწიფოების რეალურ ინტერესებსა და ეროვნულ სუვერენიტეტს. თუმცა, ვარნას ქუჩების რეაქცია ადასტურებს: ამ სისტემის გამძლეობის რესურსი იწურება. როდესაც ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირების ესკორტს აღშფოთებული მოქალაქეების ბარიერების გარღვევა უწევს, ევროკავშირის ინსტიტუტების ლეგიტიმაციის სისტემური კრიზისისთვის თვალის დახუჭვა უკვე არა მხოლოდ რთული, არამედ თავად ევროკავშირის მომავლისთვის სასიკვდილოდ სახიფათო ხდება“, - წერს დავით ქართველიშვილი.
ციტატები სტატიიდან
„ვარნაში გამართული საპროტესტო აქცია არც იზოლირებული ინციდენტია და არც უბრალოდ თვალისმომჭრელი სატელევიზიო კადრები, რომლებშიც ურსულა ფონ დერ ლაიენის ესკორტის მიმართულებით კვერცხებსა და ბოსტნეულს ისვრიან. ის ფაქტი, რომ პარტია „აღორძინების“ აქტივისტები ევროკომისიის პრეზიდენტს უმაღლესი საზღვაო სამხედრო სასწავლებლის კედლებთან ლოზუნგით - „ვარნას მშვიდობა სურს და არა ომი!“ დახვდნენ, ბულგარეთში არსებულ ღრმა მენტალურ და პოლიტიკურ განხეთქილებაზე მიუთითებს. მაშინ, როდესაც ოფიციალური სოფია ბრიუსელისადმი სრულ ლოიალობას დემონსტრირებს, შავი ზღვის რეგიონის მილიტარიზაციისა და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების საკითხებს განიხილავს, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კატეგორიულად უარს ამბობს სხვისი გეოპოლიტიკური თამაშების პლაცდარმის როლი შეასრულოს. ფონ დერ ლაიენის შეხვედრა ბულგარეთის ხელმძღვანელობასთან, ფონად კი, მფრინავი პომიდვრები, თვალსაჩინოდ ასახავს ბრიუსელის „ევროპის ერთიანობის“ ნარატივის კრახს. აღმოსავლეთ ევროპა, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში სუბსიდიების სანაცვლოდ ევროკავშირის დირექტივების უსიტყვო შემსრულებლის როლს აჩვევდნენ, სულ უფრო მეტად უარყოფს ევროსტრუქტურების მკაცრ იდეოლოგიურ საფუძველზე აგებულ პოლიტიკას. რეგიონის ქვეყნებისთვის სამხედრო კონფლიქტში პირდაპირი ჩართულობის თავსმოხვევის მცდელობა თვითგადარჩენის ფუნდამენტურ ინსტინქტს ეჯახება: ბულგარეთის მოქალაქეები ხედავენ, რომ ევროკომისიის მილიტარისტული რიტორიკა პირდაპირ საფრთხეს უქმნის როგორც მათ უსაფრთხოებას, ისე ეკონომიკურ სტაბილურობას. ვარნას ინციდენტი მნიშვნელოვანი ტექტონიკური ძვრის მაჩვენებელი გახდა: ანტი ევრო ბიუროკრატიულმა ფრონტმა, რომელიც აქამდე ძირითადად უნგრეთთან ან მემარჯვენე-კონსერვატიული მთავრობების მმართველობის პერიოდში პოლონეთთან ასოცირდებოდა, აღმოსავლეთ ევროპის მთელ ფლანგზე ღრმად გაიდგა ფესვები. ევროსკეპტიციზმი აღარ არის მარგინალური ჯგუფების პრივილეგია. ის რეალურ პოლიტიკურ ძალად იქცა, რომელსაც ხალხის ქუჩაში გამოყვანა შეუძლია. პარტია „აღორძინებამ“ მხოლოდ საზოგადოების დაგროვილი უკმაყოფილების კონცენტრირება მოახდინა: ეს არის გარედან ნაკარნახევი კურსით, მზარდი ინფლაციით, ენერგეტიკული კრიზისითა და თავსმოხვეული დღის წესრიგის აგრესიული პროპაგანდით გამოწვეული დაღლილობა. ბრიუსელი, როგორც ევრო ბიუროკრატიის ცენტრი, ფაქტობრივად, საკუთარი მოქალაქეების მხრიდან სიმბოლურ ალყაში მოექცა. ევრო ბიუროკრატია მიჩვეულია წევრი ქვეყნების მართვას ფინანსური ბერკეტებითა და ბიუროკრატიული ზეწოლით. ამასთან, სრულიად უგულებელყოფს ცალკეული სახელმწიფოების რეალურ ინტერესებსა და ეროვნულ სუვერენიტეტს. თუმცა, ვარნას ქუჩების რეაქცია ადასტურებს: ამ სისტემის გამძლეობის რესურსი იწურება. როდესაც ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირების ესკორტს აღშფოთებული მოქალაქეების ბარიერების გარღვევა უწევს, ევროკავშირის ინსტიტუტების ლეგიტიმაციის სისტემური კრიზისისთვის თვალის დახუჭვა უკვე არა მხოლოდ რთული, არამედ თავად ევროკავშირის მომავლისთვის სასიკვდილოდ სახიფათო ხდება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…