პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დღევანდელი პროცესი იყო მათთვის შანსი, ელაპარაკათ და დაეცვათ არასრულწლოვანი შვილის ინტერესები - გიგა ავალიანის საქმის პროკურორი, ნია იმნაძის მშობლების სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის შესახებ

თბილისის საქალაქო სასამართლოსაქართველოს პროკურატურა

გიგა ავალიანის საქმის პროკურორ ქეთევან სონიძის განცხადებით, ბრალდებულ ნია იმნაძის მშობლებისთვის სასამართლო პროცესი შვილის ინტერესების დასაცავად ერთადერთი შანსი იყო, თუმცა დაცვის მხარემ მათი ჩვენებები უდაოდ მიიჩნია.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებაში ბრალდებული ნია იმნაძის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ანასტასია ბერუაშვილის პროცესი გაიმართა.

დღეს ბრალდების მხარეს უნდა გამოეკითხა ნია იმნაძის მშობლები, მაგრამ დაცვის მხარემ მოწმეები უდაოდ ცნო. პროცესს დაზარალებულის ადგილმონაცვლე ეკა კუპატაძე ესწრებოდა.

როგორც საქმის პროკურორი, ქეთევან სონიძე აღნიშნავს, საქმეში ერთ-ერთი ფოგურანტის, ნია იმნაძის მშობლებისთვის, დღევანდელი პროცესი იყო ერთადერთი შანსი, რომ ელაპარაკათ, რაზეც სურდათ და დაეცვათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილის ინტერესები:

"პროკურატურას დაგეგმილი ჰქონდა ნია იმნაძის მშობლების, ვალერიან იმნაძისა და თამარ ნავროზაშვილის გამოკითხვა. აღნიშნული პირები, ადვოკატთან კომუნიკაციის შედეგად დადგინდა, რომ დღეს ნამდვილად მოდიოდნენ სასამართლო პროცესზე, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ პირთა დაკითხვები დაცვის მხარემ, ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, უდავოდ მიიჩნია. დღევანდელი პროცესი იყო მათთვის, ასე ვთქვათ, ერთადერთი შანსი, რომ ელაპარაკათ ის, რაზეც სურდათ და დაეცვათ თავისი არასრულწლოვანი შვილის ინტერესები", - აცხადებს ქეთევან სონიძე.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
მათ რომ რამე სათქმელი ჰქონოდათ - ყველაზე სწორი ადგილი სასამართლოს დარბაზი იყო დღეს. როცა მეც ვიქნები პროცესზე, გავასაჯაროებ ბევრ საკითხს - ეკა კუპატაძე ნია იმნაძის მშობლების სასამართლოში გამოუცხადებლობაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები