ბექა ნაცვლიშვილი – დღეს ევროპაში გვყავს თაობა, რომელიც მათ მშობლებზე უარესად ცხოვრობს, ეს არის პირველი თაობა არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ ევროპაში, მათ არ აქვთ უკეთესი მომავლის განცდა
პოლიტეკონომისტ ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, ევროპაში პირველად გაჩნდა თაობა, რომელიც მშობლებზე უარესად ცხოვრობს, სამუშაო ადგილები მცირდება და ლიბერალური დემოკრატია კრიზისშია.

მეორე მსოფლიო ომის მერე, როდესაც ყველა თაობა პროგრესს განიცდიდა და მათი ცხოვრება უმჯობესდებოდა, დღეს ევროპაში გვყავს თაობა, რომელიც მათ მშობლებზე უარესად ცხოვრობს, – ამის შესახებ პოლიტეკონომისტმა, „სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, ბექა ნაცვლიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.
„ეს არის პირველი თაობა საფრანგეთში და არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ ევროპაში, რომელიც მის მშობლებზე უარესად ცხოვრობს. მეორე მსოფლიო ომის მერე, როდესაც ყველა თაობა პროგრესს განიცდიდა და მათი ცხოვრება უმჯობესდებოდა, დღეს ჩვენ ევროპაში გვყავს თაობა, რომელიც მათ მშობლებზე უარესად ცხოვრობს, ცხოვრების პირობები მათ მშობლებზე უარესია. ამას ემატება ის, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ უკეთესი მომავლის განცდა და განსაკუთრებით, მძიმეა, რომ აღარ აქვთ სტაბილურობის განცდა. ხელისუფლებები ვერ უზრუნველყოფენ, რომ მათ სტაბილურობის და უსაფრთხოების განცდა შესძინონ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, როდესაც 2007-2008 წლებში მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი იყო, მას შემდეგ ეს უკვე იყო კატალიზატორი გარკვეული თვალსაზრისით იმ დაგროვილი უკმაყოფილებისა, რაც საზოგადოებებში არსებობდა და ამ დაგროვილმა ეკონომიკურმა და ფინანსურმა კრიზისმა გამოიწვია ამ უკმაყოფილების გადმოღვრა.
20.10.2026
დისკუსია აქტუალურ თემაზე – დემოკრატიის სტანდარტები: ევროპა და საქართველო
„მაგალითად, გვახსოვს „დაიკავე უოლ-სტრიტი“, რაც ნიშნავს, რომ უოლ-სთრითი მდიდრდება და დანარჩენი საზოგადოება ღარიბდება. ეს უფსკრული ჩნდება ამერიკულ საზოგადოებაში, უოლ-სთრითი და ამერიკა რადგან არის რეალურად ფინანსური ცენტრი, ამიტომ აღიქმებოდა, როგორც ამერიკის პრობლემა, მაგრამ ეს იყო მთელი დასავლური სამყაროს პრობლემა. რეალურად, გლობალიზაცია კი, დასავლეთში დაიწყო და დასავლეთი, კაპიტალიზმი იყო რეალურად მისი მამოძრავებელი, მაგრამ გლობალიზაციამ თავისი თავი შეჭამა. გლობალიზაცია ეფუძნება ნეოლიბერალურ პარადიგმას, რომელიც აღმერთებს თავისუფალ ბაზარს და ა.შ. საბოლოო ჯამში კი, ამ თავისუფალი ბაზრის პრინციპების ფესვგადგმის შედეგად ჩამოყალიბდა ასეთი ვითარება, როდესაც კაპიტალი, პროდუქტი თავისუფლად გაედინება ქვეყნიდან და ამან თითქოს მთელ მსოფლიოს უნდა შესძინოს უკეთესი მომავალი, სინამდვილეში კი, მივიღეთ ის, რომ ქვეყნებში, განსაკუთრებით, ამ ქვეყნებში, საიდანაც კაპიტალიზმი დაიწყო და ძალიან მყარად იყვნენ გლობალიზაციის დასაწყისში, რადგან ისინი მოგებულები იყვნენ ამ გლობალური პროცესების შედეგად, საბოლოო ჯამში, ნელ-ნელა გააცნობიერეს, მაგალითად, აშშ-ში რაღაც ქარხანა რომ იყო ავტომობილების, ან მძიმე ინდუსტრია არსებობდა, ის გადავიდა აზიაში, სამუშაო ადგილები გაქრა და ა.შ.“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, იგივე ხდება გერმანიაში.
„დღეს BMW-მ გამოაცხადა, რომ 750 000 ევროს უხდის მენეჯმენტის იმ რგოლის წარმომადგენლებს, რომლებიც, მაგალითად, უნდა დაითხოვონ, რომ მათ პრეტენზია არ განაცხადონ და მშვიდობიანად წავიდნენ სამსახურიდან. ანუ, რა ხდება, რეალური სექტორი წარმოების, სადაც მასობრივი დასაქმების ადგილებია, გავიდა იმ ქვეყნებიდან, სადაც აკვანი იყო. აქედან გამომდინარე, სამუშაო ადგილები მცირდება და ეს სამუშაო ადგილები ნაცვლდება არა იმავე რაოდენობის სამუშაო ადგილებით, არამედ ბევრად უფრო დაბალანაზღაურებადი სამუშაო ადგილებით. ამიტომ, ცხადია, განსაკუთრებით, ახალგაზრდობის სოციალური მდგომარეობა ბევრად უფრო გაუარესებულია, რადგან მათ ხშირ შემთხვევაში არც სამსახური აქვთ და თუ სამსახური აქვთ, დაბალი ანაზღაურებაა. დაბალი ანაზღაურების და არასტაბილური სამსახურის პარალელურად, გაძვირებულია სერვისები. მაგალითად, 2010-დან 2025-მდე რომ შევადაროთ, სტუდენტმა ბინა რომ იქირაოს, ფასი 35%-ით არის გაძვირებული. სურსათის ფასიც დაახლოებით იგივე მასშტაბით არის გაძვირებული“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, ლიბერალური დემოკრატია არის კრიზისში, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ტრადიციული წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფორმები ვეღარ პასუხობს იმ პრობლემებს, რომლებიც დგას საზოგადოების წინაშე.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, არის თუ არა სადავო პროტესტის არსებული ფორმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ არაჩვეულებრივია.
„როგორ უნდა გამოვხატოთ მაშინ პროტესტი? არ ვამბობ მაღაზიების დარბევაზე. მაღაზიების დარბევა ფორმა არ არის, გვერდითი ეფექტია ამ ყველაფრის და მაღაზიების დარბევა დაიწყო საკმაოდ გვიან. ყველა საზოგადოებაში არსებობს ჯგუფები, რომლებიც ხელს მოითბობენ, ან რაღაც ნორმებს დაარღვევენ, დევიაციურად მოიქცევიან და მაღაზიაში შევლენ, მაგრამ პირველადი მიზანი ჩვენ რომ იქამდე დავიყვანოთ, რომ ვიღაცას როლექსის საათის გამოტანა უნდოდა მაღაზიიდან, მგონი, უსამართლოები ვიქნებით საკუთარი თავის და იმ ხალხის წინაშეც“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„ეს არის პირველი თაობა საფრანგეთში და არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ ევროპაში, რომელიც მის მშობლებზე უარესად ცხოვრობს. მეორე მსოფლიო ომის მერე, როდესაც ყველა თაობა პროგრესს განიცდიდა და მათი ცხოვრება უმჯობესდებოდა, დღეს ჩვენ ევროპაში გვყავს თაობა, რომელიც მათ მშობლებზე უარესად ცხოვრობს, ცხოვრების პირობები მათ მშობლებზე უარესია. ამას ემატება ის, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ უკეთესი მომავლის განცდა და განსაკუთრებით, მძიმეა, რომ აღარ აქვთ სტაბილურობის განცდა. ხელისუფლებები ვერ უზრუნველყოფენ, რომ მათ სტაბილურობის და უსაფრთხოების განცდა შესძინონ“
„მაგალითად, გვახსოვს „დაიკავე უოლ-სტრიტი“, რაც ნიშნავს, რომ უოლ-სთრითი მდიდრდება და დანარჩენი საზოგადოება ღარიბდება. ეს უფსკრული ჩნდება ამერიკულ საზოგადოებაში, უოლ-სთრითი და ამერიკა რადგან არის რეალურად ფინანსური ცენტრი, ამიტომ აღიქმებოდა, როგორც ამერიკის პრობლემა, მაგრამ ეს იყო მთელი დასავლური სამყაროს პრობლემა. რეალურად, გლობალიზაცია კი, დასავლეთში დაიწყო და დასავლეთი, კაპიტალიზმი იყო რეალურად მისი მამოძრავებელი, მაგრამ გლობალიზაციამ თავისი თავი შეჭამა. გლობალიზაცია ეფუძნება ნეოლიბერალურ პარადიგმას, რომელიც აღმერთებს თავისუფალ ბაზარს და ა.შ. საბოლოო ჯამში კი, ამ თავისუფალი ბაზრის პრინციპების ფესვგადგმის შედეგად ჩამოყალიბდა ასეთი ვითარება, როდესაც კაპიტალი, პროდუქტი თავისუფლად გაედინება ქვეყნიდან და ამან თითქოს მთელ მსოფლიოს უნდა შესძინოს უკეთესი მომავალი, სინამდვილეში კი, მივიღეთ ის, რომ ქვეყნებში, განსაკუთრებით, ამ ქვეყნებში, საიდანაც კაპიტალიზმი დაიწყო და ძალიან მყარად იყვნენ გლობალიზაციის დასაწყისში, რადგან ისინი მოგებულები იყვნენ ამ გლობალური პროცესების შედეგად, საბოლოო ჯამში, ნელ-ნელა გააცნობიერეს, მაგალითად, აშშ-ში რაღაც ქარხანა რომ იყო ავტომობილების, ან მძიმე ინდუსტრია არსებობდა, ის გადავიდა აზიაში, სამუშაო ადგილები გაქრა და ა.შ.“
„დღეს BMW-მ გამოაცხადა, რომ 750 000 ევროს უხდის მენეჯმენტის იმ რგოლის წარმომადგენლებს, რომლებიც, მაგალითად, უნდა დაითხოვონ, რომ მათ პრეტენზია არ განაცხადონ და მშვიდობიანად წავიდნენ სამსახურიდან. ანუ, რა ხდება, რეალური სექტორი წარმოების, სადაც მასობრივი დასაქმების ადგილებია, გავიდა იმ ქვეყნებიდან, სადაც აკვანი იყო. აქედან გამომდინარე, სამუშაო ადგილები მცირდება და ეს სამუშაო ადგილები ნაცვლდება არა იმავე რაოდენობის სამუშაო ადგილებით, არამედ ბევრად უფრო დაბალანაზღაურებადი სამუშაო ადგილებით. ამიტომ, ცხადია, განსაკუთრებით, ახალგაზრდობის სოციალური მდგომარეობა ბევრად უფრო გაუარესებულია, რადგან მათ ხშირ შემთხვევაში არც სამსახური აქვთ და თუ სამსახური აქვთ, დაბალი ანაზღაურებაა. დაბალი ანაზღაურების და არასტაბილური სამსახურის პარალელურად, გაძვირებულია სერვისები. მაგალითად, 2010-დან 2025-მდე რომ შევადაროთ, სტუდენტმა ბინა რომ იქირაოს, ფასი 35%-ით არის გაძვირებული. სურსათის ფასიც დაახლოებით იგივე მასშტაბით არის გაძვირებული“
„როგორ უნდა გამოვხატოთ მაშინ პროტესტი? არ ვამბობ მაღაზიების დარბევაზე. მაღაზიების დარბევა ფორმა არ არის, გვერდითი ეფექტია ამ ყველაფრის და მაღაზიების დარბევა დაიწყო საკმაოდ გვიან. ყველა საზოგადოებაში არსებობს ჯგუფები, რომლებიც ხელს მოითბობენ, ან რაღაც ნორმებს დაარღვევენ, დევიაციურად მოიქცევიან და მაღაზიაში შევლენ, მაგრამ პირველადი მიზანი ჩვენ რომ იქამდე დავიყვანოთ, რომ ვიღაცას როლექსის საათის გამოტანა უნდოდა მაღაზიიდან, მგონი, უსამართლოები ვიქნებით საკუთარი თავის და იმ ხალხის წინაშეც“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.