გია აბაშიძე პარიზსა და ევროპის სხვა ქალაქებში მიმდინარე მასობრივ პროტესტებზე: „ფაქტია, რომ იმ პრობლემებმა, რომლებიც წლიდან წლამდე – თუ არა ათწლეულები – გროვდებოდა ევროპაში, ახლა იფეთქა. ის ფული, რომელიც ჩადეს და ახლაც დებენ ომის წაქეზებაში, უკრაინის დაქცევაში და ა.შ., ქვეყნის შიგნით რომ ჩაედოთ, საქმე გაცილებით უკეთ ექნებოდათ“
ანალიტიკოს გია აბაშიძის მტკიცებით, ევროპაში წლების განმავლობაში დაგროვილმა პრობლემებმა იფეთქა და ევროპულ ქვეყნებს უკრაინის დახმარებასა და „ომის წაქეზებაში“ ჩადებული თანხა შიდა პრობლემების მოგვარებაში რომ დაეხარჯათ, საქმე გაცილებით უკეთ ექნებოდათ.

„ფაქტია, რომ იმ პრობლემებმა, რომლებიც წლიდან წლამდე – თუ არა ათწლეულები – გროვდებოდა ევროპაში, ახლა იფეთქა. ის ფული, რომელიც ჩადეს და ახლაც დებენ ომის წაქეზებაში, უკრაინის დაქცევაში და ა.შ., ქვეყნის შიგნით რომ ჩაედოთ, საქმე გაცილებით უკეთ ექნებოდათ“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია აბაშიძემ პარიზსა და ევროპის სხვა ქალაქებში განვითარებულ მასობრივ პროტესტებზე საუბრისას განაცხადა.
„უნდა შეგახსენოთ შარშანდელი, ტრამპისეული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელმაც პირდაპირ აღინიშნა, რომ ევროპას ცივილიზაციური გაქრობა ემუქრება. და რატომ? ჭარბი მიგრაცია (ლეგალური თუ არალეგალური), მზარდი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, არასათანადო სამხედრო თავდაცვისუნარიანობა და ამ დროს – გეოპოლიტიკური ჭარბი ამბიციები, რომ თითქოს რუსეთს შეაკავებენ, უკრაინას ბოლომდე დაუდგებიან და ა.შ. და ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი ჩამოინგრა. ეს არის ფსევდოლიბერალიზმი – ომის წამქეზებელთა ფსევდოლიბერალიზმი, რომელიც ახსნეს ე.წ. მულტიკულტურალიზმით.
აქ მხოლოდ ტრამპი და ამერიკის ადმინისტრაცია კი არ არის – ამის შესახებ წლებია აფრთხილებენ ევროპელები თავიანთ მთავრობებს (იქნებიან ეს პოლიტიკური ანალიტიკოსები თუ ტელეწამყვანები). მათ უწოდებენ ულტრამემარჯვენე რადიკალებს, ქსენოფობებს და ა.შ., მაგრამ ეს ცნობილი აქტორები ამბობენ: როგორ შეიძლება გქონდეს თანაცხოვრება ამ უკანონო მიგრანტებთან, როდესაც ჩვენ ვეზიზღებით, ევროპული ცივილიზაცია და ყველაფერი ევროპული ეჯავრებათ და გვებრძვიან?
ამას კიდევ დავამატოთ ის, რომ საქმე გვაქვს არა მუსლიმებთან (ეს ხშირად ერევათ ერთმანეთში), არამედ რადიკალურ ისლამიზმთან, რომელიც სულ სხვა რამეა – ეს არის ჯიხადი, ათასი უბედურება, ქრისტიანობის განადგურების სურვილი და ა.შ. და პლუს ამას, რა ვიხილეთ ჩვენ? ბრუსელში და პარიზში გამოჩნდა წითელი დროშები, ნამგალი და ურო, საბჭოთა დროშები – ანუ ულტრამემარცხენეობა გაუტოლდა ნეოლიბერალიზმს, ანუ რეალურად ფსევდოლიბერალიზმს და აფრიალებენ ნამგალსა და უროს, წითელ დროშებს, „კატიუშას“ ამღერებენ სხვადასხვა ენაზე ბავშვებს. წარმოუდგენელია ეს ყველაფერი.
დავესესხები მარინ ლე პენს, რომელიც ყველაზე პოპულარული პრეზიდენტობის კანდიდატია საფრანგეთში. მან თქვა, რომ საფრანგეთი არის მაკრონის ხელისუფლების უუნარობის მძევალი, და მართალია – მაკრონი უუნარო, პოლიტიკურად იმპოტენტი მმართველია, რომელიც ვერ მართავს ქვეყანას. და ჩვენ ვნახეთ ის ცინიზმი, როცა ფაქტობრივად დაინგრა და დაიწვა საფრანგეთი ამ დღეებში, ხოლო მაკრონი და მისი მეუღლე სელინ დიონის კონცერტზე ლოჟაში „ტინგიცობდნენ“. საკონცერტოდ ჰქონიათ საქმე.
ამის მიზეზი ის ფუნდამენტალური პრობლემებია, ზუსტად როგორც ნათქვამია: „ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო“ – უკრაინის დასაცავად რომ გარბოდნენ. ის ფული, რომელიც ჩადეს და ახლაც დებენ ომის წაქეზებაში, უკრაინის დაქცევაში და ა.შ., ქვეყნის შიგნით – განათლების, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებასა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში რომ ჩაედოთ, საქმე გაცილებით უკეთ ექნებოდათ. ამიტომ, თუ ამ პრობლემებს ვერ აგვარებ და აჩუმებ კონსერვატიულ, მემარჯვენე, სუვერენიტეტის მომხრე ძალებს და მათ ფაშისტებსა და რადიკალებს უწოდებ, ეს უკვე ანომალიაა. ეს არ არის სპონტანური და, ვფიქრობ, გაგრძელდება.
მაკრონის ფსევდოლიბერალური ფრთის, ევროკომისიის და სხვათა მხრიდან დაიგმო დემონსტრანტების და პროტესტანტების მხრიდან ძალადობა, განსხვავებით იმისგან რაც საქართველოში ხდებოდა – ცეცხლი და უბედურება რომ იყო რუსთაველის გამზირზე. თურმე ფრანგული პოლიციის ხისტი და კანონიერი პასუხი მისაღებია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში ამას ანტიდემოკრატიულს უწოდებდნენ, ქვეყნის უკუსვლაზე საუბრობდნენ და ა.შ. სცალიათ კიდევ ამ ცეცხლმოკიდებულ ევროპელებს, ხვდებიან ამ ნაცრადიკალებს და იქედან ევროკომისია კიდევ თითს გვიქნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ეს ფაშისტები არ აკრძალოს. გესმით, რა დღეში არიან?! აი, ეს არის მათი სტანდარტი“, – განაცხადა გია აბაშიძემ.
ციტატები სტატიიდან
„ფაქტია, რომ იმ პრობლემებმა, რომლებიც წლიდან წლამდე – თუ არა ათწლეულები – გროვდებოდა ევროპაში, ახლა იფეთქა. ის ფული, რომელიც ჩადეს და ახლაც დებენ ომის წაქეზებაში, უკრაინის დაქცევაში და ა.შ., ქვეყნის შიგნით რომ ჩაედოთ, საქმე გაცილებით უკეთ ექნებოდათ“
„უნდა შეგახსენოთ შარშანდელი, ტრამპისეული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელმაც პირდაპირ აღინიშნა, რომ ევროპას ცივილიზაციური გაქრობა ემუქრება. და რატომ? ჭარბი მიგრაცია (ლეგალური თუ არალეგალური), მზარდი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, არასათანადო სამხედრო თავდაცვისუნარიანობა და ამ დროს – გეოპოლიტიკური ჭარბი ამბიციები, რომ თითქოს რუსეთს შეაკავებენ, უკრაინას ბოლომდე დაუდგებიან და ა.შ. და ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი ჩამოინგრა. ეს არის ფსევდოლიბერალიზმი – ომის წამქეზებელთა ფსევდოლიბერალიზმი, რომელიც ახსნეს ე.წ. მულტიკულტურალიზმით. აქ მხოლოდ ტრამპი და ამერიკის ადმინისტრაცია კი არ არის – ამის შესახებ წლებია აფრთხილებენ ევროპელები თავიანთ მთავრობებს (იქნებიან ეს პოლიტიკური ანალიტიკოსები თუ ტელეწამყვანები). მათ უწოდებენ ულტრამემარჯვენე რადიკალებს, ქსენოფობებს და ა.შ., მაგრამ ეს ცნობილი აქტორები ამბობენ: როგორ შეიძლება გქონდეს თანაცხოვრება ამ უკანონო მიგრანტებთან, როდესაც ჩვენ ვეზიზღებით, ევროპული ცივილიზაცია და ყველაფერი ევროპული ეჯავრებათ და გვებრძვიან? ამას კიდევ დავამატოთ ის, რომ საქმე გვაქვს არა მუსლიმებთან (ეს ხშირად ერევათ ერთმანეთში), არამედ რადიკალურ ისლამიზმთან, რომელიც სულ სხვა რამეა – ეს არის ჯიხადი, ათასი უბედურება, ქრისტიანობის განადგურების სურვილი და ა.შ. და პლუს ამას, რა ვიხილეთ ჩვენ? ბრუსელში და პარიზში გამოჩნდა წითელი დროშები, ნამგალი და ურო, საბჭოთა დროშები – ანუ ულტრამემარცხენეობა გაუტოლდა ნეოლიბერალიზმს, ანუ რეალურად ფსევდოლიბერალიზმს და აფრიალებენ ნამგალსა და უროს, წითელ დროშებს, „კატიუშას“ ამღერებენ სხვადასხვა ენაზე ბავშვებს. წარმოუდგენელია ეს ყველაფერი. დავესესხები მარინ ლე პენს, რომელიც ყველაზე პოპულარული პრეზიდენტობის კანდიდატია საფრანგეთში. მან თქვა, რომ საფრანგეთი არის მაკრონის ხელისუფლების უუნარობის მძევალი, და მართალია – მაკრონი უუნარო, პოლიტიკურად იმპოტენტი მმართველია, რომელიც ვერ მართავს ქვეყანას. და ჩვენ ვნახეთ ის ცინიზმი, როცა ფაქტობრივად დაინგრა და დაიწვა საფრანგეთი ამ დღეებში, ხოლო მაკრონი და მისი მეუღლე სელინ დიონის კონცერტზე ლოჟაში „ტინგიცობდნენ“. საკონცერტოდ ჰქონიათ საქმე. ამის მიზეზი ის ფუნდამენტალური პრობლემებია, ზუსტად როგორც ნათქვამია: „ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო“ – უკრაინის დასაცავად რომ გარბოდნენ. ის ფული, რომელიც ჩადეს და ახლაც დებენ ომის წაქეზებაში, უკრაინის დაქცევაში და ა.შ., ქვეყნის შიგნით – განათლების, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებასა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში რომ ჩაედოთ, საქმე გაცილებით უკეთ ექნებოდათ. ამიტომ, თუ ამ პრობლემებს ვერ აგვარებ და აჩუმებ კონსერვატიულ, მემარჯვენე, სუვერენიტეტის მომხრე ძალებს და მათ ფაშისტებსა და რადიკალებს უწოდებ, ეს უკვე ანომალიაა. ეს არ არის სპონტანური და, ვფიქრობ, გაგრძელდება. მაკრონის ფსევდოლიბერალური ფრთის, ევროკომისიის და სხვათა მხრიდან დაიგმო დემონსტრანტების და პროტესტანტების მხრიდან ძალადობა, განსხვავებით იმისგან რაც საქართველოში ხდებოდა – ცეცხლი და უბედურება რომ იყო რუსთაველის გამზირზე. თურმე ფრანგული პოლიციის ხისტი და კანონიერი პასუხი მისაღებია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში ამას ანტიდემოკრატიულს უწოდებდნენ, ქვეყნის უკუსვლაზე საუბრობდნენ და ა.შ. სცალიათ კიდევ ამ ცეცხლმოკიდებულ ევროპელებს, ხვდებიან ამ ნაცრადიკალებს და იქედან ევროკომისია კიდევ თითს გვიქნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ეს ფაშისტები არ აკრძალოს. გესმით, რა დღეში არიან?! აი, ეს არის მათი სტანდარტი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.