პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საკონსტიტუციო სასამართლო 21, 22 და 23 ოქტომბრის სხდომების ტრანსლირების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ №1979 სარჩელზე 21, 22 და 23 ოქტომბრის არსებითი სხდომების პირდაპირ ეთერში ტრანსლირებასა და სხვა მედიებისთვის სიგნალის მიწოდებაზე თანხმობა გასცა.

საკონსტიტუციო სასამართლო 21, 22 და 23 ოქტომბრის სხდომების ტრანსლირების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
რუსთავი 2

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 21, 22 და 23 ოქტომბერს №1979 კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის თხოვნის საფუძველზე, ამავე მაუწყებლის მიერ არსებითი სხდომის ვიდეო-აუდიო გადაღების პირდაპირ ეთერში ტრანსლირებისა და სხვა მედიასაშუალებებისათვის სიგნალის მიწოდების/გავრცელების შესახებ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გასცა თანხმობა. ამის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, აღნიშნული სხდომების ტრანსლაცია ასევე განხორციელდება საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ არხზე - პირდაპირი ეთერის რეჟიმში.

"მაქსიმალურად დაკმაყოფილდება საზოგადოებრივი ინტერესი და სხდომის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული პირებისთვის," - აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურისაკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვის გადაღებისა და პირდაპირ ეთერში გადაცემაზე თანხმობა გასცა
  2. ალიაოპოზიციურიპარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას პირდაპირ ეთერში საზმაუ გაუშვებს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მედია ვერ გადაიღებს პარტიების აკრძალვის შესახებ სასამართლოს სხდომას – ახალი შეზღუდვა საკონსტიტუციოშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები