პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას პირდაპირ ეთერში საზმაუ გაუშვებს

საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლომ საზოგადოებრივ მაუწყებელს №1979 კონსტიტუციური სარჩელის განხილვის პირდაპირ ეთერში გადაცემის უფლება მისცა. უწყების განცხადებით, 21, 22 და 23 ოქტომბრის სხდომების ტრანსლაცია სასამართლოს იუთუბ-არხზეც განხორციელდება.

პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას პირდაპირ ეთერში საზმაუ გაუშვებს
ალია

საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს:

,,მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 21, 22 და 23 ოქტომბერს №1979 კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის თხოვნის საფუძველზე, ამავე მაუწყებლის მიერ არსებითი სხდომის ვიდეო-აუდიო გადაღების პირდაპირ ეთერში ტრანსლირებისა და სხვა მედიასაშუალებებისათვის სიგნალის მიწოდების/გავრცელების შესახებ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გასცა თანხმობა.

აღნიშნული სხდომების ტრანსლაცია ასევე განხორციელდება საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ არხზე – პირდაპირი ეთერის რეჟიმში.

შესაბამისად, მაქსიმალურად დაკმაყოფილდება საზოგადოებრივი ინტერესი და სხდომის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული პირებისთვის.“

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურისაკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვის გადაღებისა და პირდაპირ ეთერში გადაცემაზე თანხმობა გასცა
  2. რუსთავი 2სამთავრობოსაკონსტიტუციო სასამართლო 21, 22 და 23 ოქტომბრის სხდომების ტრანსლირების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მედია ვერ გადაიღებს პარტიების აკრძალვის შესახებ სასამართლოს სხდომას – ახალი შეზღუდვა საკონსტიტუციოშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები