ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვის გადაღებისა და პირდაპირ ეთერში გადაცემაზე თანხმობა გასცა

საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის პირდაპირ ეთერში გადაცემაზე თანხმობა გასცა. პროცესი 21, 22 და 23 ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერითა და სასამართლოს ოფიციალურ YouTube-არხზე გადაიცემა.

საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვის გადაღებისა და პირდაპირ ეთერში გადაცემაზე თანხმობა გასცა
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვის გადაღებისა და პირდაპირ ეთერში გადაცემაზე თანხმობა გასცაინტერპრესნიუსი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვის პირდაპირ ეთერში გადაცემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის თხოვნის საფუძველზე, პროცესის ვიდეო-აუდიო გადაღებასა და სხვა მედიასაშუალებებისთვის სიგნალის მიწოდებაზე თანხმობა გაიცა.

უწყების განმარტებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია პარალელურ რეჟიმში სასამართლოს ოფიციალურ „იუთუბ“ არხზეც განხორციელდება.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 21, 22 და 23 ოქტომბერს №1979 კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის თხოვნის საფუძველზე, ამავე მაუწყებლის მიერ არსებითი სხდომის ვიდეო-აუდიო გადაღების პირდაპირ ეთერში ტრანსლირებისა და სხვა მედიასაშუალებებისათვის სიგნალის მიწოდების/გავრცელების შესახებ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გასცა თანხმობა.

აღნიშნული სხდომების ტრანსლაცია ასევე განხორციელდება საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ არხზე - პირდაპირი ეთერის რეჟიმში.

შესაბამისად, მაქსიმალურად დაკმაყოფილდება საზოგადოებრივი ინტერესი და სხდომის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული პირებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 21, 22 და 23 ოქტომბერს №1979 კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის თხოვნის საფუძველზე, ამავე მაუწყებლის მიერ არსებითი სხდომის ვიდეო-აუდიო გადაღების პირდაპირ ეთერში ტრანსლირებისა და სხვა მედიასაშუალებებისათვის სიგნალის მიწოდების/გავრცელების შესახებ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გასცა თანხმობა. აღნიშნული სხდომების ტრანსლაცია ასევე განხორციელდება საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ არხზე - პირდაპირი ეთერის რეჟიმში. შესაბამისად, მაქსიმალურად დაკმაყოფილდება საზოგადოებრივი ინტერესი და სხდომის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული პირებისთვის“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებით განხილვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები