ვანდალიზმისა და მაროდიორობის შემთხვევები - საფრანგეთის ხელისუფლებამ დედაქალაქის ნაწილში კომენდანტის საათი დააწესა და დემონსტრაციები აკრძალა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საფრანგეთში მასშტაბური პროტესტის ფონზე 8 000-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს, ხოლო 1 000-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. ხელისუფლებამ დედაქალაქის ნაწილში კომენდანტის საათი დააწესა და დემონსტრაციები აკრძალა.
დაზიანებული ისტორიული შენობები, დანგრეული და დამწვარი ინფრასტრუქტურა. რვა ათასზე მეტი დაკავებული აქტივისტი და დაშავებული ათასზე მეტი პოლიციელი. საფრანგეთში პროტესტი არ წყდება.
მოქალაქეები სოციალური პრობლემების მოგვარებას მოითხოვენ და ხელისუფლებას სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ არის გამორიცხული საპროტესტო აქციების ახალი კიდევ უფრო მასშტაბური ტალღა დაიწყოს. საფრანგეთის ქალაქებში კომენდანტის საათი მოქმედებს.
ვრცლად იხილეთ ანუკი ჩხიკვაძის სიუჟეტში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.