"კვარაცხელია განსაკუთრებული და "არსენალისთვის" მიუწვდომელია- თითქოს საგაზაფხულო ბრძოლებისთვის ემზადება" - ამბობს ლონდონური გუნდის ყოფილი ფეხბურთელი
ლონდონის „არსენალის“ ყოფილი მცველის, ჟილ გრიმანდის განცხადებით, კლუბისთვის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი მიუწვდომელია და პსჟ ქართველ ფეხბურთელს არ შეელევა. მისი თქმით, კვარაცხელია განსაკუთრებული მოთამაშეა და გაზაფხულზე ისევ პარიზელთა მთავარი ფეხბურთელი გახდება.

მას შემდეგ, რაც პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას სიტუაცია გართულდა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველით კვლავ დაინტერესდა „არსენალი“, თუმცა ამ გუნდის ყოფილი ფრანგი მცველის, ჟილ გრიმანდის აზრით, ტრანსფერის განხორციელება თითქმის შეუძლებელი და ლონდონელთათვის მიუწვდომელია. ამის შესახებ მან Goal-თან ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრედლი ბარკოლასგან განსხვავებით, რომელიც „ლივერპულს“ მიჰყიდეს, პარიზული კლუბი „კვარას“ ვერ შეელევა:
„ის განსაკუთრებული ბიჭია. განსაკუთრებულია, ვინაიდან დიდ მატჩებში ყოველთვის კარგია. გასულ სეზონში, როდესაც ტურნირი დასასრულს უახლოვდებოდა, სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდებოდა. ფანტასტიკური თავდადება აქვს, ბევრს დარბის, დაცვას ეხმარება, ძალიან ეფექტურია, როცა ბურთს მოედნის ბოლო მესამედში იღებს. ჩემთვის განსაკუთრებული ფეხბურთელია.
ისე მოჩანს, მატჩებს შერჩევით ატარებს, ამ სეზონში ბევრი არ უთამაშია, თითქოს საგაზაფხულო ბრძოლებისთვის ემზადება. ასეთია მისი მიზანი. იცის, რომ წინ მნიშვნელოვანი შეხვედრები ელოდება. ევროპის ნებისმიერ გუნდში ასპარეზობა შეუძლია, რა თქმა უნდა, „არსენალში“ თამაშიც შეუძლია. ჩემი მოსაზრებით, თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა. არ მგონია, რომ მისი გადაბირება შესაძლებელია, რამეთუ პარიზულ კლუბშია, სადაც ფეხბურთელებს უზარმაზარ ხელფასებს უხდიან და ფულის გასაჭირი არ აქვთ. ამიტომ მათი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გადაბირება, თუ მასთან პრობლემა არ წარმოიშვება, ძალიან რთულია. ბარკოლა ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა, ამიტომ გაასხვისეს. ხვიჩას კი არ გაუშვებენ, ვინაიდან იციან, გაზაფხულზე ისევ გუნდის მთავარი ფეხბურთელი გახდება“.
ციტატები სტატიიდან
„ის განსაკუთრებული ბიჭია. განსაკუთრებულია, ვინაიდან დიდ მატჩებში ყოველთვის კარგია. გასულ სეზონში, როდესაც ტურნირი დასასრულს უახლოვდებოდა, სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდებოდა. ფანტასტიკური თავდადება აქვს, ბევრს დარბის, დაცვას ეხმარება, ძალიან ეფექტურია, როცა ბურთს მოედნის ბოლო მესამედში იღებს. ჩემთვის განსაკუთრებული ფეხბურთელია. ისე მოჩანს, მატჩებს შერჩევით ატარებს, ამ სეზონში ბევრი არ უთამაშია, თითქოს საგაზაფხულო ბრძოლებისთვის ემზადება. ასეთია მისი მიზანი. იცის, რომ წინ მნიშვნელოვანი შეხვედრები ელოდება. ევროპის ნებისმიერ გუნდში ასპარეზობა შეუძლია, რა თქმა უნდა, „არსენალში“ თამაშიც შეუძლია. ჩემი მოსაზრებით, თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა. არ მგონია, რომ მისი გადაბირება შესაძლებელია, რამეთუ პარიზულ კლუბშია, სადაც ფეხბურთელებს უზარმაზარ ხელფასებს უხდიან და ფულის გასაჭირი არ აქვთ. ამიტომ მათი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გადაბირება, თუ მასთან პრობლემა არ წარმოიშვება, ძალიან რთულია. ბარკოლა ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა, ამიტომ გაასხვისეს. ხვიჩას კი არ გაუშვებენ, ვინაიდან იციან, გაზაფხულზე ისევ გუნდის მთავარი ფეხბურთელი გახდება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.