პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
ჟურნალისტ ფაბრის ჰოუკინსის ცნობით, მძიმე ტრავმის მიუხედავად, პსჟ ხვიჩა კვარაცხელიას 2032 წლამდე ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, რომლითაც ის გუნდის სამ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელს შორის მოხვდება.

ფრანგი ჟურნალისტის ფაბრის ჰოუკინსის ინფორმაციით, მიუხედავად მძიმე ტრავმისა, პსჟ გუნდის ქართველ ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, რომელიც 2032 წლამდე იქნება ძალაში.
ახალი შრომითი ხელშეკრულებით, ჩვენებური გუნდის ტოპ 3 ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელში იქნება. ამ ნაბიჯით კლუბს სურს, კიდევ ერთხელ დაადასტუროს ფეხბურთელისადმი ნდობა და მხარი დაუჭიროს მას გამოჯანმრთელების პროცესში.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასთან" მოგებულ 4:2 შეხვედრაში ხვიჩამ ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, ოპერაციას გაიკეთებს და სავარაუდოდ, ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…